Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვიოლა ფურცელაძე
ფილოლოგი
date of birth 1927

დაიბადა ლაგოდეხში 1927 წლის 1 იანვარს.

1944-1950 წლებში  სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის გერმანულ განყოფილებაზე. შემდეგ ამავე ფაკულტეტის გერმანული ენის კათედრის ასპირანტი იყო (1950-1953).

1955 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „რთული სახელადი შემასმენელი გერმანულ ენაში და მისი ქართული ეკვივალენტები“.

1954 წლიდან ვ. ფურცელაძე მუშაობდა გერმანული ენის კათედრაზე ჯერ მასწავლებლად (1954-1959), შემდეგ უფროს მასწავლებლად (1959-1961), შემდეგ დოცენტად (1961-1999) და პროფესორად (1999 – 2006). 1973-1994 წლებში იყო გერმანული ენის კათედრის გამგე, 1994 წლიდან 2006 წლამდე პროფესორად გერმანული ენის და რომენულ-გერმანიკული ენათმეცნიერების კათედრაზე.

ვ. ფურცელაძე არის 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 2 მონოგრაფიის და 3 სახელმძღვანელოს ავტორი.

1999 წელს ვ. ფურცელაძემ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ტექსტი როგორც ენობრივი მოღვაწეობის წერილობითი გაცხადება“.

მისი სადოქტორო ნაშრომი გამოქვეყნდა როგორც მონოგრაფია 2 ტომად და ითვლება სანიმუშო და სამაგიდო ნაშრომად არა მხოლოდ გერმანისტებისთვის, არამედ ზოგადად ყველა პროფილის ფილოლოგისთვის.

ვ. ფურცელაძის ხელმძღვანელობით საკადიდატო დისერტაცია დაიცვა 18-მა ასპირანტმა და მაძიებელმა.

ის იყო გოეთეს საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი.

მას ქართულ ენაზე აქვს თარგმნილი ა. ზეგერსის, ლ. ფრანკის და ლ. ფოიხთვანგერის ნაწარმოებები.