Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი იმნაძე
ექიმი
date of birth 1954

დაიბადა 1954 წლის 6 სექტემბერს.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს.

1978–1979 წლებში მუშაობდა ქალაქის მე–2 კლინიკურ საავადმყოფოში; 1979–1980 წლებში მე–4 მთავარ სამმართველოს საავადმყოფოს კარდიოლოგიურ განყოფილებაში; 1980–1982 წლებში კლინიკური ორდინატურა გაიარა კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; 1982–1998 წლებში ამავე ინსტიტუტის რითმის მოშლის განყოფილებაში; 1993 წლიდან ფუნქციური დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულის რითმის დარღვევების მექანიზმებსა და მკურნალობას, გულის ელექტროსტიმულაციის მეთოდების გამოყენებას. კარდეიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ანტირითმული პრეპარატების შერჩევა სუპერავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიარითმიის ეპიზოდური მკურნალობისათვის გულის ტრანსეზოფაგური ელექტროსტიმულაციის მეთოდის გამოყენებით",  დაიცვა 1993 წელს.