Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ალექსანდრე იმნაძე
გეოგრაფი
date of birth 1919

დაიბადა 1919 წლის 31 დეკემბერს.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ჰიდრო-კლიმატოლოგიის სპეციალობით 1941 წელს.

1941-1945 წლებში იმყოფებოდა წითელი არმიის რიგებში. 1945 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიურ სამმართველოში; 1952 წლამდე იყო თბილისის აერომეტეოროლოგიური სადგურის უფროსი ინჟინერ-სინოპტიკოსი; 1952-1957 წლებში ამ სადგურის უფროსი; 1957-1978 წლებში მუშაობდა თბილისის ამინდის ბიუროში - გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილებაში. წლების მანძილზე ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის მეტეოროლოგიის სპეციალობის სტუდენტებთან. გამოქვეყნებული აქვს რიგი სამეცნიერო ნაშრომები.

ბიბლიოგრაფია:

მეტეოროლოგიური დაკვირვება სკოლაში (თანაავტორი). - თბილისი, ცოდნა, 1961.