Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბეჟან ჭანკვეტაძე
ქიმიკოსი
date of birth 1957

დაიბადა 1957 წლის 13 ივნისს.

1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი ფიზიკური ქიმიის სპეციალობით.

1985 წლიდან არის ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი ფიზიკური ქიმიის დარგში, 1998 წლიდან ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი.

1984-1985 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური ქიმიის კათედრის თანამშრომელი. 2012 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური და ანალიზური ქიმიის სრული პროფესორი და ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრის გამგე.

1991-2002 წლებში ხანგრძლივი მივლინებით მუშაობდა გერმანიაში, მიუნხენის უნივერსიტეტის ფარმაცევტული და სამედიცინო ქიმიის ინსტიტუტში მეცნიერ მუშაკად და მიწვეულ პროფესორად; 1992-2005 წლებში ასევე ხანგრძლივი მივლინებით იმყოფებოდა იაპონიაში, ნაგოიას უნივერსიტეტის ქიმიის განყოფილებაში მეცნიერ-მუშაკად;

2002-2007 წლებში  მიწვეული იყო ლაბორატორია Sepaserve Gmbh-ის დირექტორად; 2007 წლიდან Enantiosep Gmbh-ის დირექტორად.

2007 წლიდან დღემდე ამერიკული კომპანია Phenomenex-ის კონსულტანტია.

უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებზე მისი თანაავტორობით წარმოდგენილი იყო 250-ზე მეტი მოხსენება. 

ბეჟან ჭანკვეტაძე არის რამდენიმე საერთაშორისო პრემიის ლაურეატი.