Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შალვა ამონაშვილი
პედაგოგი
date of birth 1931

დაიბადა 1931 წლის 3 აგვისტოს ქ. თბილისში.

1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.

1958 წელს დაამთავრა ი. გოგებაშვილის სახ. პედაგოგიური მეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურა.

1960 წლიდან ამავე ინსტიტუტში მუშაობდა ლაბორანტად, უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, სწავლულ მდივნად, ლაბორატორიის გამგედ, დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში, დირექტორად.

1987–1990 წლებში მუშაობდა ექსპერიმენტალურ სამეცნიერო საწარმოო პედაგოგიური გაერთიანების გენერალურ დირექტორად.

1964 წელს პროფესორ ბ. ხაჭაპურიძესთან და დოცენტ გ. ფოფხაძესთან ერთად ჩამოაყალიბა ექსპერიმენტული დიდაქტიკის ლაბორატორია. ხელმძღვანელობდა მასობრივ ექსპერიმენტებს დაწყებითი განათლების პრობლემებზე საქართველოს რამდენიმე რაიონში.

გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო სტატია და სახელმძღვანელო. მათ შორის:

ბიბლიოგრაფია:


- ადამიანი, ადამიანის შემოქმედი. თბ.: განათლება, 1987.

- შეგნებულობის და აქტიურობის პრინციპი სწავლებაში,  თბ.: ცოდნა, 1960.

- მუშაობა პიონერულ ორგანიზაციებში, თბილისი: განათლება, 1967.

- ადამიანი ადამიანის შემოქმედი, თბილისი: განათლება, 1987.

- გამარჯობათ, ბავშვებო!: სახელმძღვანელო მასწავლებელთათვის, სოხუმი: ალაშარა,1988.

- გარდაქმნის მთავარი პირი: სკოლის პრობლემები, თბილისი.: 1989.

- გამარჯობათ, ბავშვებო!: მასწავლებელთა დასახმარებლად, ცხინვალი: ,,ირისთონი’’, 1989 წ.