Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქეთევან ხუციშვილი
ფილოლოგი
date of birth 1967

დაიბადა 1967 წლის 1 აგვისტოს, ქ. თბილისში.

1989 წელს  დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

1992 წლიდან მუშაობა დაიწყო  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, ქართულ-კავკასიური კულტურულ-ისტორიული ურთიერთობების ეთნოგრაფიული შესწავლის განყოფილების ლაბორანტად.

 1994 წლიდან ამავე ინსტიტუტის კავკასიის ეთნოგრაფიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლად.

 1997-2006 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი.

2000 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,სიზმარი და სიზმრის ახსნა ქართულ ყოფაში“.

2005  წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,რელიგიური ფაქტორის გავლენა ეთნოკულტურული იდენტიფიკაციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესებზე (თანამედროვე საქართველოს მაგალითზე)“.

 2006 წლიდან არის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.

 2006-2012 წლებში იყო თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი.

2018 წლიდან დღემდე თსუ ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელია.

 ქეთევან ხუციშვილი არის არაერთი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე; მისი სამეცნიერო სტატიები იბეჭდება უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებში.

გამოქვეყნებული ნაშრომები:

  • რელიგიური სიტუაციის ცვლილება და უსაფრთხოების პრობლემა თანამედროვე საქართველოში, თბილისი: 2004.
  • კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია: მონოგრაფია, თბილისი.: კავკასიური სახლი, 2006.
  • სიზმარი ქართულ ყოფაში, თბილისი. უნივერსალი, 2009.
  • საზოგადოების დამოკიდებულება და მესხების ინტეგრაცია საქართველოში,  თბილისი: სეზანი, 2012.
  • რელიგიური სივრცის ტრანსფორმაცია იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობაში: ქვემო ქართლი, თბილისი: 2015.
  • ეთნოგრაფიული მონაცემები რუჩეგიანთა ფეოდალური საგვარეულოს შესახებ, ძველი ხელოვნება დღეს, თბილისი: 2017. 

ბიბლიოგრაფია