Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნოდარ ტაბიძე
ჟურნალისტი
date of birth 1931

დაიბადა 1931 წლის 19 მარტს.

1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.

1959 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის კათედრაზე.

 1979 წლიდან ხელმძღვანელობდა პრესის თეორიისა და პრაქტიკის კათედრას;

1982-1999 წლებში იყო ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი.

ნოდარ ტაბიძე არის მრავალი მეცნიერული ნაშრომის (აქედან 14 წიგნი) და პუბლიცისტური სტატიის ავტორი.

გამოცემული შრომები:

ნარკვევები ქართული ჟურნალისტიკის ისტორიიდან, თბილისი.: 1968.

ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკა, თბილისი.: 1988.

გალაკტიონის შემოქმედებითი ლაბორატორია, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1993.

გალაკტიონი (რედაქტორი და გამომცემელი), თბ.: თსუ გამომცემლობა, 1997.

გალაკტიონი: ცხოვრება და შემოქმედება, თბილისი.: 2000.

საიდუმლო კუნძულის აღმოსაჩენად: ისტორია ჟურნალისტიკის ფაკულტეტისა; ფიქრები პუბლიცისტთა აღზრდაზე, თბ.: 2001.

მედალიონები, თბ.: უნივერსალი, 2003 წ.

ქართული ჟურნალისტიკის ისტორია, თბილისი.: უნივერსალი, 2012.