Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დარეჯან თვალთვაძე
ფილოლოგი
date of birth 1958

დაიბადა 1958 წლის 20 მაისს.
1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 
2004-2006 წლებში იყო თსუს ფილოლოგიის ფაკულტეტის ძველი ქართული ენის კათედრის დოცენტი.
 2005 წლიდან თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.
 2006 წ. – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის კომიტეტის წევრი.
2006-2010 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი.
2006-2012წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
 2010-2015 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი
2015-2016 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე.
დარეჯან თვალთვაძის  კვლევების ძირითადი მიმართულებებია: ქართული ენა, ძველი ქართული ენა და შუა საუკუნეების ძველი ქართული თარგმანები, ქართული სალიტერატურო ენის ისტორია, ქართული პალეოგრაფია, კოდიკოლოგია, ტექსტოლოგია, ახალი აღთქმის ქართული თარგმანის ტექსტისა და ენის საკითხები, ბიზანტიურ-ქართული ურთიერთობები.
არის რამოდენიმე წიგნის ავტორი:
•    ეფრემ მცირე - ბიზანტიური საეკლესიო მწერლობის კომენტატორი, თბილისი: თსუ გამომცემლობა, 1997.
•    მართლწერის წესები და სავარჯიშოები: სახელმძღვანელო საშუალო სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის (თანაავტორი) ნაწ.1.-  თბ.: გამ-ბა ‘’საქართველოს მაცნე’’,2006.
•    მართლწერის წესები და სავარჯიშოები: სახელმძღვანელო საშუალო სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის (თანაავტორი) ,ნაწ.2: სინტაქსი, ლექსიკა, სტილი.- თბ.: ,,საქართველოს მაცნე’’, 2006. 
•    რიტორიკის შესავალი (ავტორი), თბ.: ,,ნეკერი’’, 2007
•    ეფრემ მცირის კოლოფონები, თბილისი: ნეკერი, 2009. 
•    სასწავლო წიგნი ქართულ პალეოგრაფიაში (ასომთავრული და ნუსხური ანბანით).

  • ეფრემ მცირის კოლოფონეზი. / რედ: ელგუჯა ხინთიბიძე. თბ., “ნეკერი”, 2009

ბიბლიოგრაფია