Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გურამ ნაჭყებია
იურისტი
date of birth 1940

დაიბადა 1940 წლის 15 ივნისს მარტვილის რაიონში, სოფელ კურზუმში.
1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1975 წელს ასპირანტურა სისხლის სამართლის სპეციალობით.
1976-1977 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანაშემწე.
 1977 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრის დოცენტი, შემდეგ - პროფესორი.
 1998 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო და სადისერტაციო საბჭოების წევრი.
 2005 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის თეორიის სრული პროფესორი.
გურამ ნაჭყებიას გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, რომელთა უმეტესობა სისხლის სამართლის ფილოსოფიისა და სისხლის სამართლის მეცნიერების მეთოდოლოგიურ პრობლემებს ეძღვნება.
არის რამოდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი:
სისხლის სამართალი: ზოგადი ნაწილი, თბილისი: მერიდიანი, 2016.
დაცვის ხელოვნება (სახელმძღვანელო იურიდიული სპეციალობის სტუდენტებისათვის (რედ.), თბილისი: მერიდიანი, 2011.

ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის ზოგადი თეორია: (დამხმარე სახელმძღვანელო), თბილისი: ინოვაცია, 2010.

სისხლის სამართლის მეცნიერების მეთოდოლოგიური ანბანი, თბილისი: 2006.

ბრალი, როგორც სოციალური ფილოსოფიის კატეგორია, თბილისი: 2001.

სისხლის სამართლის მეცნიერების საგანი, თბილისი: მერიდიანი,1998.

გურამ ნაჭყებია გარდაიცვალა 2017 წელს.