Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი (გოგი) ხოშტარია

date of birth 1938

გოგი ხოშტარია დაიბადა 1938 წლის 4 ოქტომბერს ქ. თბილისში.
1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
1964-1990 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში ლაბორანტად, უმცროს მეცნიერ მუშაკად, უფროს მეცნიერ მუშაკად.
გოგი ხოშტარიას მოღვაწეობის სფეროებია: ახალი და უახლესი დროის ქართული და ევროპული სახვითი ხელოვნება.
 1990-1991 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად. 
კითხულობდა ლექციებს თბილისის სამხატვრო აკადემიაში, თეატრალურ ინსტიტუტში, პედაგოგიურ ინსტიტუტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 
გოგი ხოშტარიას გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, არის ორი მონოგრაფიის ავტორი.
გოგი ხოშტარიას რედაქტორობით გამოცემულია:
•    ქართველ მხატვართა სარეიტინგო ცნობარი-თბილისი, 2010.
•    XX საუკუნის დასაწყისის ქართული მხატვრობის ზოგიერთი თავისებურებების შესახებ(რედ.),თბილისი,მეცნიერება, 1998 წ.