Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნოდარ ამაღლობელი
ფიზიკოსი
date of birth 1930

დაიბადა 1930 წელს ქ. თბილისში.

1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი .

1957-1962 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.

1962 წლიდან, სხვადასხვა პერიოდში იყო თსუ-ის კიბერნეტიკის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი, მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის განყოფილების გამგე, თსუ-ის პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში .

1985-1991 წლებში  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

 1991 წელს დაინიშნა მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორად.

ნოდარ ამაღლობელი არის ელემენტარული ნაწილაკების და ატომბირთვის ექსპერიმენტული ფიზიკის აღიარებული მკვლევარი, 150-ზე მეტი სამეცნიერო  ნაშრომის ავტორი, რომელთაგან ბევრი დაიბეჭდა უცხოეთის პრესტიჟულ სამეცნიერო გამოცემებში. 1992 წლიდან ნ. ამაღლობელი  საქართველოს სრულუფლებიანი  წარმომადგენელი იყო ქ. დუბნის  ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში.

ბიბლიოგრაფია:

ატომბირთვის და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის განვითარება საბჭოთა საქართველოში (ავტორი) // მეცნიერება და ტექნიკა N6. - თბილისი, 1988. - გვ.5-10.

ბუშტოვანი კამერიდან მიღებული სტერეოსურათების გამზომი სისტემა და მისი საიმედოობის შეფასება (ავტორი) // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ.73. - თბილისი, 1974. - გვ.305-308

ქაღალდის პერფოლენტიდან ელექტრონულ-გამომთვლელ მანქანა "რაზმად-2"-ში ინფორმაციის შემყვანი მოწყობილობა (ავტორი) // თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები. - თბილისი, 1972. - გვ.71-78