Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მანანა პაიჭაძე
ფილოლოგი
date of birth 1959

დაიბადა 1959 წელს.

1976-1979 წლებში სწავლობდა თსუ დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის გერმანულ განყოფილებაზე.

 1979-1982 წლებში სწავლობდა იენის ფ. შილერის სახელობის უნივერსიტეტში, კვალიფიკაცია: რომანულ-გერმანიკული ფილოლოგია, დიპლომირებული გერმანისტი, გერმანული და ინგლისური ენების მასწავლებელი.

 1983-1985 წლებში იყო თსუს გერმანული ფილოლოგიის კათედრის დასწრებული ასპირანტი.

1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ლექსიკური ფაქტორების გავლენა ზმნური გვარის მექანიზმზე თანამედროვე გერმანულ ენაში”.

 1992 წელს დაამთავრა დოქტორანტურა გერმანიის ქ. ლაიფციგის უნივერსიტეტში და იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „რეფლექსურობის კატეგორია თანამედროვე გერმანულ ენაში - გრამატიკული სტატუსი და გამოხატვის ფორმები“.

 1988-1990  წლებში იყო თსუ გერმანული ფილოლოგიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი.

1990 - 1992 წლებში იყო  თსუ გერმანული ფილოლოგიის კათედრის უფროსი მასწავლებელი.

1992 - 1995 წლებში თსუ გერმანული ფილოლოგიის კათედრის პროფესორი. 1995 წელს მიენიჭა პროფესორის აკადემიური წოდება .

1995 - 2006 წლებში იყო თსუ რომანულ-გერმანიკული ენათმეცნიერების კათედრის გამგე.

ავტორია 53 სამეცნიერო ნაშრომის და 2 მონოგრაფიის.