Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მერი ჭელიძე
ფილოსოფოსი
date of birth 1923

დაიბადა 1923 წელს ქ. თბილისში.

1944 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი.

1948 წლიდან კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე.

1967 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

 1962-1967 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრას.

 მუშაობდა სასულიერო აკადემიაში საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე.

 კითხულობდა ლექციებს ძველი აღმოსავლეთის, ანტიკურ ფილოსოფიასა და ელინიზმის ფილოსოფიაში.

მისი შრომები ეხება ანტიკურ ფილოსოფიას, მარქსისტულ ფილოსოფიას, გერმანულ კლასიკურ იდეალიზმს (ჰეგელი), ბურჟუაზიულ ფილოსოფიის (ნეოჰეგელიანელობა) ისტორიას. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, გამოცემული აქვს სახელმძღვანელოები ფილოსოფიის ზოგად, შუა საუკუნეებისა და XX საუკუნის ბურჟუაზიულ ფილოსოფიის ისტორიაში.

შრომები

  • ანტიკურობა და ,,დაუწერელი’’ ფილოსოფიის პრობლემა, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1986.
  • ბარბაროსობიდან ცივილიზაციისკენ ფ. ენგელსის ნაშრომის ,,ოჯახის, კერძო საკუთრების და სახელმწიფოს წარმოშობის’’ 100 წლისთავი, თბ.: 1985.
  • ელინიზმის ფილოსოფია ადრინდელი ქრისტიანობის ეპოქაში, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1998.
  • ელინიზმის ფილოსოფია, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1992.
  • ლუდვიგ ფოიერბახი {ეძღვნება ლუდვიგ ფოიერბახის დაბადების 180-ე წლისთავს], თბ.: თსუ გამომცემლობა, 1985.
  • მარქსისტული ფილოსოფიის ფორმირება და მისი ბურჟუაზიული ინტერპრეტაციები, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1977.
  • მარქსიზმის კრიტიკა ვ. ი ლენინის მიერ, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1958.
  • მითოსიდან ფილოსოფიური აზროვნებისაკენ,. თბ.: საბჭოთა სქართველო, 1977.
  • ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერების სათავეებთან (პლატონი, არისტოტელე), თბ.: თსუ გამომცემლობა, 1982.
  • ქართველ და უკრაინელ ხალხთა თანამეგობრობის ფურცლები, თბ.: საქართველო, 1990.
  • ქართული ეროვნული გონი ფილოსოფიურ-ისტორიული ასპექტით, თბ.: თსუ გამომცემლობა, 2004.
  • ქართული ეროვნული გონი ფილოსოფიურ-ისტორიული ასპექტით, თბ.: თსუ გამომცემლობა, 2002.
  • ძველი აღმოსავლეთის ფილოსოფია (ინდოეთი, ჩინეთი), თბ.: თსუ გამომცემლობა, 2001.
  • ხსოვნის სიტყვა: ნიკო ჭავჭავაძე, ზურაბ კაკაბაძე, თამაზ ბუაჩიძე, ედუარდ კოდუა, თბ.: თსუ გამომცემლობა, 2004.
  • ჰეგელი და ნეოჰეგელიანიზმი, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1970.
  • ჰეგელის დიალექტიკის კრიტიკის ძირითადი თავისებურებანი ბურჟუაზიულ ფილოსოფიაში, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1966.

ბიბლიოგრაფია