Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნიკო ჭავჭავაძე
ფილოსოფოსი
date of birth 1923

დაიბადა 1923 წელს, ყვარელში.

1940 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე .

1941-1944 წლებში იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის ფრონტზე, არმიიდან დაბრუნებულმა დაასრულა უნივერსიტეტში სწავლა.

 1949 წლიდან მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში. 1967 წლიდან 30 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტს საქართველოში.

1971 წლიდან არის ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი.

ნიკო ჭავჭავაძის შრომები ძირითადად ეხება ესთეტიკის ღირებულებათა თეორიისა და კულტურის ფილოსოფიურ პრობლემებს.

მისი ხელშეწყობითა და თაოსნობით განვითარდა ფილოსოფიური ანთროპოლოგია, კულტურის ფილოსოფია, აქსიოლოგია.

ნიკო ჭავჭავაძის გარშემო გაერთიანებული იყო ახალგაზრდა, პროგრესულად მოაზროვნე ფილოსოფოსთა თაობა, რომელსაც შემდგომ "ახალი ფილოსოფიური ტალღის" სახელით მოიხსენიებდნენ არა მხოლოდ იმდროინდელ საბჭოთა სამეცნიერო წრეებში, არამედ უცხოეთშიც.