Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ზურაბ კაკაბაძე
ფილოსოფოსი
date of birth 1926

1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი.

1968 წლიდან არის ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, 1970 წლიდან პროფესორი.

1967-1982 წლებში იყო სა­ქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ესთეტიკის განყოფილების გამგე.

1971 წელს მისი ერთერთი ცნობილი ნაშრომი  ,,ადამიანი როგორც ფილოსოფიური პრობლემა’’ გამოაქვეყნეს  იაპონურ ენაზე.

იკვლევდა ეთიკის, ესთეტიკის, დასავლური ფილოსოფიისა და კულტურის ძირეულ პრობლემებს.

მისი ყველა გამოკვლევის ძირითადი მამოძრავებელია ადამიანის ბუნების რაობა და ბედი თანამედროვე სამყაროში. ამ საკითხების კვლევა დაიწყო ე. ჰუსერლის ფენომე­ნოლოგიური ფილოსოფიის ღრმა ანალიზით, უჩვენა ამ მოძღვრების დადებითი და უარყოფითი მხა­რეები, ასევე ადამიანის პრობ­ლემის პოზიტიური ფილოსოფიური კვლე­ვისათვის მისი გამოყენების შესა­ძლებლობანი. დამაჯერებლად გა­აკრიტიკა ობიექტივისტური და, საერთოდ, პოზიტივისტური თვალსა­ზრისი ადამიანის შე­სა­ხებ, ნათელყო "ტექნიკური გა­უცხოების" ბუნება. ეს საკითხი გაშუქებულია ნაშრომში «"ეგზისტენციალური კრი­ზისის" პრობლემა და – ე. ჰუსერლის "ტრანსცენდენტალური ფე­ნომენოლოგია" რამაც ფართო გამოხმაურება პოვა. ადამიანს ავტორი მოიაზრებს როგორც თავისუფალ შემოქმედს და მოქმედ არსებას, რომელიც სწორედ ამის გამო პასუხის­მგებელია იმ საზოგადოებისა და სამყაროს წინაშე, რომელშიც იგი ცხოვრობს. მრავალრიცხოვან წერილებში, რომლებიც საკუთრივ ესთეტიკის ფენომენს ეხება, ის აყენებს თანამედროვე ადამიანის წინაშე მდგარ ცხოვრების საზრისის პრობლემას. მისი თარგმანები და მათი ანალიზი მკითხველს უჩვენებდა არა მარტო დასავლეთის კულტურის განვითარების რთულ პროცესს, არამედ სწორ მიმართულებასაც აძლევდა საკუთარი კულტურის სადღეისო პრობლემებში გასა­რკვევად და მისი შემდგომი განვითარების გზების ასარჩევად; უკანასკნელი ნარკვევები, ძირითადად, ბუნებისა და ადამიანის მიმართების პრობლემას ეძღვნება; მისთვის ადამიანი ერის ორგანული ნაწილია, ერი კი კავშირშია მშობლიურ მიწასთან – გარემოს დიდი როლი ენიჭება ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური ფორმირების სპეციფიკაში; მისი აზრით, რეალური ადამიანის, როგორც კონკრეტულ ბუნებრივ გარემოსა და კონკრეტულ სოციალურ წყობაში ჩამოყალიბებული თავისუფალი არსების, მიუკერძოებელი ანალიზი ერთმნიშვნელოვნად ასაბუთებს სამყაროს შემეცნებისა და, საერთოდ, საკაცობრიო კულტურის წარმატებული განვითარებისათვის ეროვნულ ენათა და ეროვნულ კულტურათა მრავალფეროვნების აუცილებლო­ბას.

ზურაბ კაკაბაძე ავტორია ქართულ, რუსულ, გერმანულ, ინგლისურ, იაპონურ, პოლონურ ენებზე გამოქვეყნებული მრავალი ნაშრომის.