Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვახტანგ ერქომაიშვილი
ფილოსოფოსი
date of birth 1932

 - ფილოსოფოსი

დაიბადა 1932 წლის 18 ოქტომბერს. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი.

1956-1958 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქობულეთის საშუალო სკოლაში. 1961 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში (1966 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი). 1968 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დიალექტიკური მატერიალიზმის კათედრის უფროსი მასწავლებელი, კათედრის გამგე.

1977 წლიდან ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორია, 1978 წლიდან პროფესორი.

მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებში (პოლონეთი, ქ. ლოძი 1977; საქართველო, ქ. თბილისი, 1980; უნგრეთი, ქ. სეგედი, 1984), არისტოტელესადმი მიძღვნილ საკავშირო კონფერენციებში(1981, 1984, 1987; წალკა-თბილისი).

მონაწილეობდა ქართული ენციკლოპედიისათვის ფილოსოფიური მასალების მომზადებაში.

მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებები იყო თანამედროვე დასავლური ფილოსოფიის ძირითად მიმდინარეობათა ანალიზი, შემეცნების თეორიისა და დეტერმინიზმის პრობლემები.