Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ანასტასია ზაქარიაძე
ფილოსოფოსი
date of birth 1954

დაიბადა 1954 წლის 27 ივლისს.

1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენების და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1989 წელს დაამთავრა ასპირანტურა, ფილოსოფიის სპეციალობით.

1988–2006 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ფილოსოფიის თანამედროვე პრობლემების კვლევის სამეცნიერო ცენტრის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.

1988–2002 წლებში ეთიკისა და რელიგიათმცოდნეობის კათედრის დოცენტი.

 2002–2006 წლებში ამავე კათედრის პროფესორი.

2006 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

 2005–2009 წლებში ამავე უნივერსიტეტიტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი, სამსახურის უფროსი.

პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად იკვლევს პრაქტიკული ფილოსოფიისა და ფილოსოფიის ისტორიის პრობლემებს-ამერიკული ფილოსოფიის, ესთეტიკის, ეთიკის, ბიოეთიკის, ქრისტიანული ეთიკის საკითხებს. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 4 მონოგრაფიის, 2 სახელმძღვანელოსა და 1 მეთოდური რეკომენდაციის ავტორი.

2011 წლიდან არის კონსტანცას ,,ოვიდიუსის’ სახ. უნივერსიტეტის (რუმინეთი) საპატიო პროფესორი (DOCTOR HONORIS CAUSA )