Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ევტიხი გობრონიძე
ექიმი
date of birth 1903

დაიბადა 1903 წლის 19 ნოემბერს. 1928 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1946 წლიდან არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, 1947 წლიდან პროფესორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

1944-1968 წლებში იყო მ. ასათიანის სახელობის  ფსიქიატრიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 1968-1978 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის გამგე. 1978-1988 წლებში ამავე კათედრის კონსულტანტი.  სწავლობდა ნევროზს, სიმპტომატურ ფსიქოზს, ალკოჰოლიზმს, ტოქსიკომანიას და მათი მკურნალობის მეთოდებს. 1961 წელს მიიღო საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის პრემია.