Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ედუარდ კოდუა
ფილოსოფოსი
date of birth 1929

დაიბადა 1929 წლის 14 ოქტომბერს. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1963-1968 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, 1968-1980 წლებში ფილოსოფიის კათედრის პროფესორი. 1963 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია: "ისტორიის ნეოკანტიანური მეთოდოლოგიის კრიტიკა". 1968 წელს სადოქტორო დისერტაცია:  "ისტორიის საზრისის საკითხისათვის’’.

1997 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი. 1986 წელს გახდა საქართველოს სოციოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი. გარდაიცვალა 2002 წელს, 72 წლის ასაკში.