Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი ალიბეგაშვილი
ფილოლოგი
date of birth 1959

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1982-1986 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ნაწილის სპეციალისტი. 1982-1989 წლებში სამეცნიერო ნაწილის ლაბორანტი (თსუ). 1984-1994 წლებში მე-6 საავტორო გერმანული სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. 1990-1991 წლებში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო მიმართულებით. 1990-1997 წლებში ქართული ქრისტიანული კულტურის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (თსუ). 1998-2006 წლებში ქართული ქრისტიანული კულტურისა და სიტყვიერების კათედრის დოცენტი, პროფესორი (თსუ), 1999-2005 წლებში ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში (თსუ), 2005-2006 წლებში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი (თსუ). 2007-2009 წლებში 161-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. 2014-2017 წლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე. 2017 წლიდან დღემდე სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარეა.

სამეცნიერო ინტერესების სფერო: ქართული ლიტერატურის ისტორია, ქართულ-ბიზანტიური ურთიერთობებისა და ქრისტიანული კულტურის საკითხები, ქართული ფოლკლორი, თარგმანის ისტორია, ეგზეგეტიკა და ასკეტიკა, ტერმინოლოგიის, ეტიმოლოგიისა და ენის ნორმალიზაციის პრობლემები, ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი სტანდარტების განსაზღვრა. ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერებისა და სამონასტრო კომპლექსების ისტორია.

 პროფესიული და საენათმეცნიერო ორგანიზაციებისა და რედკოლეგიობის წევრობა:

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტის სამეცნიერო რედკოლეგიის წევრი;

შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ძველი ქართული მწერლობის გზამკვლევის სამეცნიერო რედკოლეგიის წევრი;

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელოვნებისა და ლიტერატურის კონკურს ,,თბილისის’ დამფუძნებელი;

მერიის თბილისის საპატიო მოქალაქეობის მინიჭებისა და დედაქალის არქეოლოგიური საბჭოს კომისიების წევრი;

საქართველოში ებრაელთა სათემოს ებრაელთა ქართველი მეგობარი;

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული საბჭოს თავმჯდომარე

ბიბლიოგრაფია:

საუბრები ძველ ქართულ ლიტერატურაზე, თბ.: 1992.

ქართული ხალხური პოეზიის ნიმუშები - V-VIII კლასებისათვის [დამხმარე სახელმძღვანელო ზოგადსაგანმანათლებლო საშ. სკოლის მოსწავლეებისთვის], თბ.: განათლება, 1992.