Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მარინე ჯაფარიძე
ფსიქოლოგი
date of birth 1947
1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1970-1978 წლებში იყო თბილისის ა. პუშკინის სახელობის ინსტიტუტის ფსიქოლოგიის კათედრის ლაბორანტი, ხოლო 1987-1984 წლებში ამავე ინსტიტუტის კათედრის ასისტენტი. 1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,დიდაქტიკური თამაშის ფსიქოლოგიური მექანიზმის შესახებ’’. 1984-2006 წლებში იყო სულხან საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური დისციპლინების მოდულის დოცენტი. 2005-2006 წლებში ამავე უნივერსიტეტის ხარისხის დეპარტამენტის სპეციალისტი. 2013 წლიდან დღემდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორია. მარინე ჯაფარიძის სამეცნიერო ინტერესების სფეროა: მასწავლებლის პროფესიულ-ფსიქოლოგიური ფაქტორების კვლევა, სტუდენტთა ფსიქოლოგიური კეთილდღეობის კვლევა, მოსწავლეთა პრობლემური ქცევის ფსიქოლოგიური მოტივების კვლევა, სტრესის ქოპინგის კვლევა მოსწავლეებსა და სტუდენტებში, ემოციური ინტელექტის კვლევა ასოციალური ქცევის მოზარდებში, დიდაქტიკური თამაშის გამოყენების ეფექტიანობის ფსიქოლოგიური მექანიზმების შესწავლა და ა.შ. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციასა და სიმპოზიუმში. წლების განმავლობაში მონაწილეობდა სამეცნიერო გრანტებში. 2009 წელს მოიპოვა Tempus-ს სამეცნიერო გრანტი და მკვლევარის რანგში იკვლევდა ადიქციას ქართველ სტუდენტებში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 3 დისერტაცია, იყო 5 დისერტანტის სამეცნიერო ოპონენტი.