Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პაატა ბუხრაშვილი
ისტორიკოსი
date of birth 1960

ცნობილი ქართველი ისტორიკოსი პაატა ბუხრაშვილი დაიბადა 1960 წლის 28 მარტს. 1983 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ეთნოგრაფიის სპეციალობით, 1989 წელს კი – ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა ეთნოლოგიის სპეციალობით. 1989 დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,საცხოვრისი ეთნიკურ ყოფაში“. აღსანიშნავია პაატა ბუხრაშვილის როლი საველე არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ სამუშაოებში. მაგ: 1980-1988 წლებში იყო სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის სვანეთის კომპლექსური ექსპედიციის მეცნიერ-თანამშრომელი. 1985-1987 წლებში არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლინგვისტური ექსპედიციის, რომელიც ჩატარდა დაღესტანში, ჩეჩნეთსა და ინგუშეთში მეცნიერ-თანამშრომელი. 1983-2006 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მიერ დაგეგმილი კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1994-2006 წლებში იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის კავკასიის ხალხთა ისტორიის კათედრის დოცენტი, 1990-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგიის კათედრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1989-1996 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, საქართველოს ისტორიის კათედრის დოცენტი. 2006- 2010 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და კულტურის კვლევების ფაკულტეტის დეკანი. 2010 წლიდან ხელმძღვანელობს ამავე უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის ვიზუალური ანთროპოლოგიისა და ლოკალური ისტორიის კვლევების ლაბორატორიას. პაატა ბუხრაშვილის სამეცნიერო ინტერესის სფეროა: ისტორია, ეთნოლოგია, არქეოლოგია, კავკასიის და წინა აზიის წინარე და ძველი ისტორია და არქეოლოგია. კავკასიის თანამედროვე ისტორიის და ეთნოლოგიის საკითხები. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო კვლევით პროექტში. 2007 წელს ჰქონდა ერთობლივი პროექტები მონრეალის უნივერსიტეტის პროფესორ ქევინ თუითან ერთად (Political and social significance of highland shrines in post-Soviet Georgia). 1998-1999 წლებში მიიღო გერმანიის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდია (Konverenz der Deutschen Akademien der Wissenschaften) ჰალლეს უნივერსიტეტში. რამდენიმეჯერ მიღებული აქვს DAAD- ის სტიპენდია სხვადასხვა პროექტებისათვის. მათ შორის აღსანიშნავია: ჰაიდელბერგის (გერმანია) უნივერსიტეტის წინარე და ძველი ისტორიისა და წინა აზიის არქეოლოგიის ინსტიტუტში თემაზე – ,,Das Behausungsphänomen im System der kaukasischen Kulturen in der Epoche des Paläo¬me¬tall (1995), ჰალლეს უნივერსიტეტის აღმოსავლეთის არქეოლოგიის და ხელოვნებისა ინსტიტუტში თემაზე – ,,Die traditionalen Heiligtümer Ostgeorgien’’ (2000), ჰაიდელბერგის მეცნიერებათა აკადემიაში თემაზე –,, Bautradition, Gen- und theokratisches, soziales System der Bevölkerung vom Kaukasus und des Hindukusch-Hochlandes: Gemeinsamkeiten und Unterschiede’’ (2003), ჰალლეს უნივერსიტეტში თემაზე: ,,Aus der ethnischen geschichte Georgie’’ (2011) და ა.შ. პაატა ბუხრაშვილი დღემდე არის კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.

შრომები:

  • საცხოვრისი ქართველი ერის ყოფასა და კულტურაში ძველად . თბ. უნივერსალი, 2005. (კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნ. კვლ.საზოგადოებრივი ინ-ტი).

ბიბლიოგრაფია