Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მერაბ სვანაძე
მათემატიკოსი
date of birth 1955

მერაბ სვანაძე დაიბადა 1955 წლის 11 ივლისს. 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1984 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1998 წელს სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, 2004 წელს – პროფესორის წოდება. 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. მერაბ სვანაძის სამეცნიერო ინტერესების სფეროა: დრეკადობისა და თერმოდრეკადობის თეორიები, მყარი სხეულის მექანიკა, ფოროვან გარემოთა მექანიკა, ბიომექანიკა, მიკრო და ნანომექანიკა, უწყვეტ გარემოთა მექანიკა, ტალღები და საკუთრივი რხევები უწყვეტ გარემოში, ნარევთა თეორია, მათემატიკური ფიზიკა, დიფერენციალური, ინტეგრალური განტოლებები და ა.შ. 1995 წლიდან დღემდე ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრია. 1999 წლიდან ამერიკის მათემატიკური საზოგადოების, ხოლო 1996 წლიდან გამოყენებითი მათემატიკისა და მექანიკის საერთაშორისო საზოგადოების წევრი. 2006 წლიდან ევროპის ბიომექანიკოსთა, ხოლო 2009 წლიდან ევროპის მექანიკოსთა საზოგადოების, 2012 წლიდან დღემდე კი ფოროვან გარემოთა საერთაშორისო საზოგადოების წევრი. მერაბ სვანაძე რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო საბჭოს წევრია. მათ შორის აღსანიშნავია: ,,Trends in Applied Sciences Research’’ (New York, USA). აღნიშნულ ჟურნალში მოღვაწეობდა 2007 – 2010 წლებში. ხოლო 2009 წლიდან დღემდე ჟურნალ: ,,Le Matematiche, Journal of Pure and Applied Mathematics’’-ის ასოცირებული რედაქტორია. მიწვეული პროფესორის წოდებით კითხულობდა ლექციებს უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში. 2000 წელს კონსტანცისა და ესენის უნივერსიტეტში (გერმანია), 2006 წელს კატალონიის ტექნიკურ უნივერსიტეტში (ესპანეთი), 2011 წელს ნეაპოლის უნივერსიტეტში (იტალია), 2010-2012 წლებში კატანიას უნივერსიტეტში (იტალია), 2012-2013 წლებში სალერნოს უნივერსიტეტში (იტალია). მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო გრანტი. 1995 წელს მიიღო გერმანიის აკადემიის გაცვლის სამსახურის (DAAD), ხოლო 2004 წელს ნეაპოლის უნივერსიტეტის გრანტი. მისი ბიოგრაფია შეტანილია წიგნში: Who’s Who in the World, 2006 (23rd Edition, November, 2005, Marquis Who’s Who LLC, USA).