Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ოთარ აბდალაძე
ბიოლოგი
date of birth 1959

1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1982-1984 წლებში სწავლობდა ლენინგრადის (ამჟამად სანქტ-პეტერბურგის) სსრკ მეცნიერებათა აკადემიის კომაროვის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1985 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ცენტრალური კავკასიონის სუბალპური სარტყლის მცენარეთა CO2-გაზთა ცვლა“. 1988-1990 წლებში მაღალმთის მცენარეთა ეკოლოგიის დარგში გაიარა სტაჟირება ინსბრუკის უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტში. 1994 წ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „საქართველოს მაღალმთის მცენარეთა CO2-გაზთა ცვლა“. 1984-2011 წლებში მუშაობდა ნ. კეცხოველის თბილისის ბოტანიკის ინსტიტუტში. 2002–2011 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის „მაღალმთის მცენარეულობის ეკოლოგიის“ განყოფილების გამგე, ხოლო 2005–2006 წლებში – დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 2006 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2009 წლიდან ამავე უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის თანადირექტორი და „მაღალმთის ეკოსისტემების კვლევის პროგრამის“ ხელმძღვანელია, ხოლო 2011 წლიდან – ეკოლოგიის პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 58 სამეცნიერო პუბლიკაცია. ოთარ აბდალაძის სამეცნიერო ინტერესის სფეროა: მცენარეთა ფუნქციური ეკოლოგია (CO2-გაზთა ცვლა, ტემპერატურისა და სინათლის რეჟიმები, წყლის ბალანსი), მაღალმთის მცენარეულ თანასაზოგადოებათა სტრუქტურულ-ფუნქციური ორგანიზაცია, მცენარეთა ადაპტაციური სტრატეგიები სტრეს-დომინანტურ გარემოში, კლიმატის გლობალური ცვლილების ეკოლოგიური პერსპექტივები, მაღალმთის მცენარეულობა როგორც გლობალური ცვლილებების ბიოინდიკატორი, მცენარეთაშორისი ურთიერთობები ეკოლოგიურ გრადიენტზე, მცენარეთა და მცენარეულ თანასაზოგადოებათა მრავალფეროვნება, ეკოლოგიური განათლების საკითხები და ა.შ. 2001 წლიდან არის GLORIA-ს (Global Observation Research Initiative in Alpine Environments) კონსორციუმის წევრი. 2005 წლიდან GMBA-ს (Global Mountain Biodiversity Assessment) წევრი, ხოლო 2014 წლიდან დღემდე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის – Applied Ecology and Environmental Research -რედკოლეგიის წევრი.