Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დავით თარხნიშვილი
ბიოლოგი
date of birth 1960
დავით თარხნიშვილმა 1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1987 წელს სვერდლოვსკის (ამჟამად ეკატერინბურგი) ეკოლოგიის კვლევით ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ეკოლოგიაში თემაზე – ”ამფიბიების სახეობათაშორისი კონკურენცია”. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ატარებდა პოსტსადოქტორო კვლევებს ბანგორის უნივერსიტეტსა (დიდი ბრიტანეთი; 1996-1997) და ბონის ზოოლოგიის ინსტიტუტში (გერმანია, 1999-2003). მისი ძირითადი კვლევითი საკითხებია: ამფიბიების და ქვეწარმავლების ეკოლოგია, ბიოგეოგრაფია, პოპულაციური გენეტიკა და ევოლუცია. გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. 2006 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს იყო სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი და ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. 2015 წლიდან არის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი. დავით თარხნიშვილის სამეცნიერო ინტერესის სფეროა: ევოლუციური ბიოლოგია, სახეობათა წარმოშობა, პოპულაციური ეკოლოგია და გენეტიკა, ეკოლოგიური მოდელირება, ბიოგეოგრაფია, თანამედროვე ადამიანის გავრცელების წარსული, კავკასიის რეგიონი, ამფიბიები და ქვეწარმავლები, ორგანიზმები სხვადასხვა ტაქსონომიური ჯგუფიდან – მცენარეებით დაწყებული და ადამიანით დამთავრებული.