Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ზურაბ ჯავახიშვილი
ფიზიკოსი
date of birth 1960

1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი გეოფიზიკის სპეციალობით. 1995 წელს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა მიმართულებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ძლიერი მიწისძვრების მომზადების არის ფიზიკური პარამეტრების განსაზღვრა“. 1980 წლიდან მუშაობდა გეოფიზიკის ინსტიტუტში ინჟინრის, მეცნიერ-თანამშრომლის, სეისმოლოგიის განყოფილების უფროსის, დირექტორის მოადგილის თანამდებობებზე. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იყო საქართველოს ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსი, შემდგომში სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორი. 2008 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. იყო ამავე უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი, საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს 40 სამეცნიერო ნაშრომი. ზურაბ ჯავახიშვილის ინტერესების სფეროა: კავკასიის სეისმურობა და სეისმური საშიშროება, სეისმური პროცესის კვლევა, გრუნტის ძლიერი მოძრაობები, მიწისძვრის კერის ფიზიკა, ბუნებრივი კატასტროფების საშიშროება და რისკი.