Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლეო კვაჭაძე
ენათმეცნიერი
date of birth 1910

ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი ლეო კვაჭაძე დაიბადა 1910 წლის 4 აგვისტოს. 1926 -1930 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1928 წელს დააპატიმრეს მისი ძმა და 6 წლით გადაასახლეს ციმბირში. უსახსრობის გამო, დროებით გადადო ასპირანტურაში ჩაბარება და თბილისიდან ზემო სვანეთში წავიდა, სადაც ერთი წელი მშობლიური სოფლის – ლახამულის არასრული საშუალო სკოლის დირექტორი იყო, სამი წელი კი – მესტიის პედაგოგიური სასწავლებლის გამგე. ასწავლიდა რამდენიმე საგანს. 1942 წელს დაინიშნა თბილისის მე-8 საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1944 -1947 სასწავლო წლებში იყო თბილისის ქალთა მე-7 საშუალო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე, თან ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. 1945 წელს ჩააბარა პედაგოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტში ასპირანტად ქართული ენის სწავლების მეთოდიკის სპეციალობით. 1948 წელს დაამთავრა ასპირანტურა და მეორე წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „რთული წინადადების სწავლების თანამიმდევრობა“ და მიენიჭა პედაგოგიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო წოდება. ამავე პერიოდში დაიწყო მისი პედაგოგიური მოღვაწეობა უმაღლეს სასწავლებელში. პროფესორ ლეო კვაჭაძის კვლევა-ძიების ძირითადი მიმართულება იყო ქართული ენის გრამატიკული სტრუქტურა. განსაკუთრებულია მისი ღვაწლი თანამედროვე ქართული ენის სინტაქსის შესწავლის საქმეში. ყველა ის ძირითადი საკითხი, რაც სინტაქსთან დაკავშირებით დაისმის, მეცნიერის გამოწვლილვითი და საფუძვლიანი ანალიზის საგანია: იქნება ეს მარტივი თუ რთული წინადადების აგებულება, წინადადების ტიპები თუ წინადადების წევრები. სინტაქსის სფეროში ჩატარებული კვლევის შედეგები შეჯამებულია პროფესორ ლეო კვაჭაძის ცნობილ მონოგრაფიაში „თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი“, რისთვისაც ავტორს დამსახურებულად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. აქვე უნდა აღინიშნოს უმაღლესი სასწავლებლებისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელო „ქართული ენა“, რომლის რამდენიმე გამოცემამ სამეცნიერო საზოგადოების მაღალი შეფასება დაიმსახურა. სრულიად განსაკუთრებულია მეცნიერის როლი ქართული ენის გრამატიკის სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნის საქმეში. მის მიერ აკადემიკოს. აკაკი შანიძესთან და პროფესორ ივანე იმნაიშვილთან ერთად შექმნილი სახელმძღვანელოები წლების განმავლობაში აძლევდა მოსწავლეებს ქართული ენის აგებულების საფუძვლიან ცოდნას. იგი მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა საშუალო სკოლაში, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებელი, ხოლო შემდეგ, 60 წლის განმავლობაში, როგორც ქართული უმაღლესი სკოლის გამორჩეული ლექტორი. ნაყოფიერი საქმიანობისათვის მინიჭებული აქვს საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწისა და რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებლის წოდება. საქართველოს მეცნიერების დამსახურებულმა მოღვაწემ და გამორჩეულმა პედაგოგმა თავისი საქმიანობით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული საენათმეცნიერო სკოლის განვითარებაში. გარდაიცვალა 2011 წელს.

შრომები 

 

  • თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი (სახელმძღვანელო პედ: ინ-ტების სტუდენტთათვის) მე-3-ე შევს. გამოც. თბ., განათლება, 1988.
  • თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი. პედ. ინსტიტუტების სტუდენტთა სახელმძღვანელო. 2-ე შევს. გამოცემა. თბ., „განათლება“, 1977.
  • თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი. (პედ. ინსტიტუტების სტუდენტთა სახელმძღვანელო). თბ., „განათლება“, 1966.
  • რთული წინადადების სწავლების მეთოდიკა. (მეთოდური სახელმძღვანელო ქართული ენის მასწავლებელთათვის) თბ., ინ-ტის გამ-ბა, 1950. (საქ.სსრ განათლების სამინისტროს პედაგოგიურ მეცნიერებათა ინ-ტი).
  • ქარღული ენა, სახელმძღვანელო, პედ. ინ-ტებისა და ფილოლ. ფაკ-ტის სტუდენტთათვის. მე-4-ე შესწ. გამოც. თბ., „რუბიკონი“ 1993.
  • ქართული ენა. IX კლასის სახელმძღვანელო. 4-ე გამოც. თბ., 1992.
  • კვაჭაძე,ა. შანიძე,ა. და სხვ. ქართული ენა. IV კლ. თბ.:1982.
  • ქართული ენა: (სახელმძღვანელო პედაგოგიური ინსტიტუტის დაწყებითი განათლების მეთოდიკისა და პედაგოგიკის ფაკულტეტის სტუდენტთათვის.) მე-3 გადამუშავებული და შევსებული გამოცემა. თბ განათლება, 1981. ნაწ. 1.  ლექსიკა, ფონეტიკა, გრაფიკა და მორფოლოგია მართლწერის საკითხებითურთ. 1981.
  • ქართული ენა. (სახელმძღვანელოდ პედ. ინ-ტებიოს დაწყებითი განათლების მეთოდიკისა და პედაგოგიკის ფაკ-ტის ქართული განყ-ის სტუდენტთათვის. მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც. ნაწ.1. თბ., „განათლება’, 1969.
  • ნაწ.1. ლექსიკა, ფონეტიკა, გრაფიკა და მორფოლოგია მართლწერის საკითხებითურთ. 1969.
  • კვაჭაძე.ლ. შანიძე.ა. ქართული ენის გრამატიკა: სინტაქსი. VII-VIII კლ. ნაწ.2. მე-16 გამოცემა. თბ. 1979.
  • ქართული ენის გრამატიკა. შანიძე,ა. და სხვ. ნაწ.1. თბ. 1978.
  • ქართული ენის გრამატიკა. შანიძე,ა. და სხვ. ნაწ.2. თბ. 1978.
  • ქართული ენა. მე-4 კლ. სახელმძღვანელო თბ. 1978.
  • ქართული ენის გრამატიკა, V-VI კლასებისათვის, მე-6-ე გამოც. ნაწ.1. თბ. 1976.
  • შანიძე,ა. კვაქაძე,ლ. ქართული ენის გრამატიკა. VII-VIII კლასების სახელმძღვ. მე13-ე გამოცემა. ნაწ. 2. თბ., 1976.
  • შანიძე,ა. და სხვ. ქართული ენა. გრამატიკა, ფონეტიკა, გრაფიკა, ლექსიკა, პუნქტუაცია IV კლასის სახელმძღვანელო. მე-3-ე გამოცემა. თბ., 1976.
  • ქართული ენის გრამატიკა. VII-VIII კლასების სახელმძღვანელო. მე-12-ე გამოცემა. თბ., 1975.
  • ქართული ენის გრამატიკა. V-VI კლასების სახელმძღვანელო. მე-4 გამოცემა. ნაწ.1. თბ., 1974.
  • ქართული ენის გრამატიკა. VII-VIII კლასების სახელმძღვანელო. მე-11-ე გამოცემა. თბ., 1974.
  • ქართული ენა. გრამატიკა, ფონეტიკა, გრაფიკა, ლექსიკა, პუნქტუაცია IV კლასის სახელმძღვანელო. თბ., 1974.
  • შანიძე, ა. და კვაჭაძე, ლ. ქართული ენის გრამატიკა VII-VIII კლასების სახელმძღვანელო. თ., 1970.
  • შანიძე,ა. და სხვ. ქართული ენის გრამატიკა V-VI კლასების სახელმძღვანელო. თ., 1969.
  • ქართული ენის გრამატიკა. ნაწ.1 თბ., 1968.
  • ქართული ენის გრამატიკა. VII-VIIIკლას. სახელმძღვ. ნაწ.2. თბ., 1968.
  • ქართული ენის გრამატიკა. ნაწ.2. თბ., 1967.
  • ქართული ენის სინტაქსი. (პუნქტუაციის საკითხებითურთ). სახელმძღვანელო პედაგოგურ სასწავლებლებისათვის. მე-2-ე გადამუშ. და შევს. გამ-ბა თბ., „ცოდნა“ 1958.
  • ქართული ენის სინტაქსი. (პუნქტუაციის საკითხებითურთ). სახელმძღვანელო პედაგოგურ სასწავლებლებისათვის. (რედ. პროფ. ა.შანიძე)  თბ., სამეცნ. მეთოდური კაბინეტის გამ-ბა, 1956. (საქ. სსრ.  განათლ. სამინისტრო).

ბიბლიოგრაფია