Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლილი გოქსაძე
ფილოლოგი
date of birth 1935

ლილი გოქსაძე დაიბადა 1935 წლის 3 იანვარს ქალაქ თბილისში. 1957 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ინგლისური ენის განყოფილება. 1957-1959 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ინგლისური ენის მასწავლებლად. 1962 წლიდან, ასპირანტურის კურსის გავლის შემდეგ, ლილი გოქსაძე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრაზე დოცენტად. 1993 წელს ლილი გოქსაძემ წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. მან შეისწავლა კატენატური ზმნები და ზმნის უპირო ფორმებთან დაკავშირებული საკითხები თანამედროვე ინგლისურ ენაში. მიენიჭა პროფესორის წოდება და წარმატებით განაგრძობდა მუშაობას პროფესორის თანამდებობაზე ინგლისური ენის ფილოლოგიის კათედრაზე. 2006 წლიდან ეკავა სრული პროფესორის თანამდებობა და 2009 წელს მას მიენიჭა პროფესორ-ემერიტუსის წოდება. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო სტატია, 13 სახელმძღვანელო და ერთი მონოგრაფია: ,,ქართულ-ინგლისური ყოფითი თავისებურებანი (თავაზიანობის ნომრები)’’. 2002 წელს გახდა საქართველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი - ,,თანამედროვე ინგლისური ენის გრამატიკის უმაღლესი კურსის’’ (ოთხტომეული) გამოცემისათვის. 2009 წელს დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით, 2013 წელს - ღირსების ორდენით. ლილი გოქსაძე იყო ათეულზე მეტი ასპირანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, რომლებმაც წარმატებით დაიცვეს საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. უნივერსიტეტში მუშაობის პერიოდში იგი იყო ინგლისური ენის მიმართულების სტუდენტთა სამეცნიერო წრის უცვლელი ხელმძღვანელი. გარდაიცვალა 2015 წელს.

შრომები

  • თანამედროვე ინგლისური ენის გრამატიკის კურსი (გოქსაძე, ლ. და სხვ.). [სახელმძღვანელო უმაღლესი სასწ. სპეც. ფაკულტეტის სტუდენტებისათვის]. მეორე, შევსებული გამოცემა. თბ., თსუ-ს გამომცემლობა. 1999
  • თანამედროვე ინგლისური ენის გრამატიკის კურსი. თბ., თსუ-ს გამომცემლობა, 1989
  • თანამედროვე ინგლისური ენის გრამატიკის ზოგადი კურსი. შუალედური საფეხური. სავარჯიშო წიგნი. თბ., თსუ-ს გამომცემლობა, 2000
  • თანამედროვე ინგლისური ენის გრამატიკის პრაქტიკული კურსი, თბ., თსუ-ს გამომცემლობა. 1984
  • თანამედროვე ინგლისური ენის პრაქტიკული გრამატიკა. სახელმძღვანელო უმაღლესი  სასწ. სპეც. ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. თბ., თსუ-ს გამომცემლობა. 1989

ბიბლიოგრაფია