Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შუშანა მარგველაშვილი
ეკონომისტი
date of birth 1917

შუშანა მარგველაშვილი (სოსელია) დაიბადა 1917 წლის 26 აპრილს ქალაქ ქუთაისში. თბილისის საფინანსო ტექნიკუმის წარჩინებით დამთავრების შემდეგ 1934 წელს მან სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე ,,სახალხო მეურნეობის დაგეგმვის’’ სპეციალობით, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1939 წელს. 1944 წელს საქართველოში გაიხსნა მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და ქალბატონი შუშანა ამ ინსტიტუტის გახსნის დღიდან ცნობილ მეცნიერ-ეკონომისტებთან ერთად გახლდათ ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი, ჯერ უმცროსი, შემდეგ კი უფროსი მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე. პარალელურად ქალბატონი შუშანა მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტზე მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის ეკონომიკის კათედრაზე. ქალბატონმა შუშანამ 1964 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. ამავე წლიდან მან მუშაობა დაიწყო მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის ეკონომიკის კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე. სამეცნიერო კვლევებს იგი წარმატებულად უთავსებდა პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობასაც, წლების მანძილზე კითხულობდა ლექციებს მრეწველობის ეკონომიკის სასწავლო კურსში. იგი იყო მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის მონოგრაფიების, ავტორი. დიდია მისი კვლევის წილი მრეწველობის ეკონომიკის, კერძოდ, მანქანათმშენებლობის ეკონომიკის აქტუალურ პრობლემებზე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე გაწეული დიდი დამსახურებისათვის, სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ეკონომიკის დოქტორი შუშანა მარგველაშვილი დაჯილდოებული იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით, ასევე ღირსების ორდენით. გარდაიცვალა 2015 წელს.

ნაშრომები:

შრომის მწარმოებლურობა საქართველოს სსრ ჩარხმშენებლობაში. თბ., „მეცნიერება“, 1964.

ბიბლიოგრაფია