Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კოტე ჯანდიერი
მწერალი
date of birth 1958

კოტე ჯანდიერი დაიბადა 1958 წლის 23 მაისს, ქალაქ თბილისში. 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. 1978-1980 წლებში მუშაობდა საშუალო სკოლის მასწავლებლად, 1979-1990 წლებში კი ბოტანიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო. 1980 წლს მუშაობდა ვალეს ნახევრადძვირფასი ქვების პირველადი დამუშავების ფაბრიკის ქვის სათლელი საამქროს ოპერატორად, 1989-1994 წლებში კი - კინოსტუდია ,,შემოქმედის’’ რედაქტორად. იყო კინოკონცერნ ,,ქართული ფილმის’’ სამხატვრო საბჭოს წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის პედაგოგი (1995 წლიდან), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის განათლების პროგრამის კოორდინატორი (1999 წლიდან), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის განათლების პროგრამის კოორდინატორი (1999 წლიდან); თანაავტორი და რედაქტორი წიგნებისა: ,,ქართული ნაციონალური ბალეტი’’ და ,,Petre Otskheli. 1907-1937’’. ამჟამად მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის ხელმძღვანელად. 1992 წელს მიიღო მწერალთა კავშირის პრემია საუკეთესო პროზაული ნაწარმოებისათვის, 2010 წელს კი - ლიტერატურული პრემია ,,საბა’’ მოთხრობების კრებულისთვის ,,კონკიას ღამე’’.

შრომები

  • კონკიას ღამე: მოთხრობები, თბ.: დიოგენე, 2009.

ბიბლიოგრაფია