Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მზია წერეთელი
ფსიქოლოგი
date of birth 1963

მზია წერეთელი დაიბადა 1963 წლის 14 აგვისტოს. 1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის ფაკულტეტი. ასპირანტურაში ზოგადი ფსიქოლოგიის მიმართულებით განაგრძო კვლევა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,ინფორმაციის შენახვის ფორმები და მექანიზმები მეხსიერებაში’’. 2005 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია გენდერული ცნობიერების განწყობისეული მექანიზმების ფორმირების საკითხზე. 2008 წლიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების პროფესორი, ფსიქოლოგიის მიმართულების საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი და თანაავტორი, ასევე განათლების ფსიქოლოგიის კონცენტრაციის ხელმძღვანელი, სამაგისტრო პროგრამების - ,,განათლების ფსიქოლოგია და კვლევა’’ (2008 წლიდან დღემდე) და ,,კვლევის მეთოდები ფსიქოლოგიაში’’ (2007-2008 წწ.) ხელმძღვანელი. 2013 წლიდან დღემდე გახლავთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კვლევისა და შეფასების სამმართველოს უფროსი. 2012-2013 წლებში მუშაობდა ფსიქომეტრიკოსი ექსპერტის პოზიციაზე საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტში. 2010-2011 წლებში იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,,ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის’’ ეროვნული შეფასებების, კვლევებისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი. 2006-2008 წლებში გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, 1993-2006 წლებში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრის დოცენტი, 1990-1993 წლებში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე მუშაობდა მოწვეული ლექტორის სტატუსით, 2008-2010 წლებში იყო მიწვეული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც, 2006-2008 წლებში კი - კავკასიის ბიზნეს სკოლაში. არის 50 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.