Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

როლანდ ომანაძე
მათემატიკოსი
date of birth 1950

როლანდ ომანაძე დაიბადა 1950 წლის 7 ივლისს. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1974 წელს ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1981 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 1994 წელს სადოქტორო დისერტაცია ამავე ინსტიტუტში. 1975-1977 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1977-2006 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში: უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (1977-1983 წლებში), უფროს მეცნიერ-თანამშრომლად (1983-199 წლებში) და წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად (1994-2006 წლებში). 2006 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი და მათემატიკური ლოგიკისა და დისკრეტული სტრუქტურების მიმართულების ხელმძღვანელია. სხვადასხვა დროს იყოს მიწვეული მომხსენებლი რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციაზე, მათ შორის: 1992 წელს საერთაშორისო კონფერენციაზე მათემატიკურ ლოგიკაში (ყაზანი), 1997 წელს - საერთაშორისო კონფერენციაზე ალგებრასა და მათემატიკურ ლოგიკაში (ნოვოსიბირსკი), 2004 წელს ყაზანის უნივერსიტეტის 200 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციაზე ალგებრასა და ანალიზში. 2014 წელს საერთაშორისო კონფერენციაზე ალგებრასა და მათემატიკურ ლოგიკაში (ყაზანი). მონაწილეობდა 2011 წელს ბარსელონაში გამართულ Logic Colloquium-ის მუშაობაში. ჩართული იყო რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო გრანტში. 2002 წელს ექვსი თვით იმყოფებოდა სიენას (იტალია) უნივერსიტტში NATO-CNR-ის პროგრამით. წყვილში მუშაობის პროგრამით სამჯერ, თითო თვით იმყოფებოდა ობერვოლფახის (გერმანია) მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (2005 წ, 2006 წ და 2009 წ). მის სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს: გამოთვლადობის (რეკურსიის) თეორია, მათემატიკური ლოგიკა, მესერთა თეორია, სიმრავლეთა თეორია, უნივერსალური ალგებრა. არის 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთა დიდი ნაწილი გამოქვეყნებულია იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში. არის საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის წევრი, Association Of Symbolic Logic-ის წევრი (2007 წლიდან), Association Of Computability In Europe-ის წევრი (2003 წლიდან), საერთაშორისო ჟურნალების: Mathematical Reviews და Zentralblatt MATH-ის რეცენზენტი.