Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მირიან ტუხაშვილი
ეკონომისტი
date of birth 1949
მირიან ტუხაშვილი დაიბადა სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში. 1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ,,შრომის ეკონომიკის’’ სპეციალობით, ამავე სპეციალობით დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. 1997 წლიდან პროფესორია, 2000-2009 წლებში იყო ,,შრომის ეკონომიკის’’ კათედრის გამგე. 2009 წლიდან - მაკროეკონომიკის კათედრის პროფესორია. 1972 წლიდან კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,შრომის ეკონომიკის’’ მრავალ დისციპლინაში: ,,შრომის ეკონომიკა’’, ,,შრომის მიგრაცია’’, ,,განათლების ეკონომიკა’’, ,,უმაღლესი განათლების მართვა’’, ,,მიგრაციოლოგია’’, ,,შრომის ბაზრის ეკონომიკა’’ და სხვა. პროფესორ მირიან ტუხაშვილის ხანგრძლივი სამეცნიერო შემოქმედება შეიძლება სამ ეტაპად დაიყოს: საბჭოთა პერიოდში თითქმის 20 წელი იკვლევდა თბილისის ზრდის შეზღუდვისა და საშუალო და პატარა ქალაქების განვითარების უმწვავეს პრობლემებს. დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში ქალაქების ზრდის რეგულირების დასაბუთებულ წინადადებების მომზადებასა და განხორციელებაში. ამ კვლევებმა საბოლოოდ თავი მოიყარა მის მონოგრაფიაში - ,,შრომითი რესურსების ფორმირება და გამოყენება საქართველოს საშუალო და პატარა ქალაქებში’’. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თავის პუბლიკაციებში დასაბუთებული არგუმენტებით მწვავედ გააკრიტიკა ამიერკავკასიისა და შუა აზიის მოსახლეობის სსრრკ ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში გადანაწილების სტიმულირების კონცეფცია, რომლის სათავეში იდგნენ იმ დროის დიდი მეცნიერები ლ. რიბაკოვსკი და ბ.ხორევი. პოსტსაბჭოთა პერიოდში პროფესორმა მირიან ტუხაშვილმა მიზნად დაისახა საქართველოს შრომითი პოტენციალის მრავალმხრივი მეცნიერული შეფასება. შრომისა და ყოფის უმძიმეს წლებშია დაწერილი მისი წიგნები: ,,საქართველოს მოსახლეობის განათლების პოტენციალი’’ (1994 წ), ,,საქართველოს მოსახლეობის მიგრაცია’’ (1995), ,,საქართველოს შრომითი პოტენციალი: დემოგრაფიული პრობლემები’’ (1998 წ). აღსანიშნავია, რომ ამ ნაშრომებში პირველადაა ღრმა მეცნიერული მსჯელობა საქართველოს დემოგრაფიულ ოპტიმუმზე. მეცნიერული მოღვაწეობის მესამე ეტაპი, ძირითადად, საქართველოს უმწვავეს პრობლემას - მიგრაციას ეხება. პროფესორი მირიან ტუხაშვილი ყოველთვის ცდილობდა, მიგრაცია გამხდარიყო კოლექტიური კვლევის ობიექტი. 2004 წელს თავის კოლეგებსა და მოწაფეებთან ერთად დაარსა მიგრაციისა და კვლევის ცენტრი. იგი ხელმძღვანელობდა ევროკავშირის გრანტების გამოკვლეულ და შემდგომ ინგლისურ ენაზე გამოცემულ ფართოდ გახმაურებულ კოლექტიურ ნაშრომებს: ,,დაბრუნებითი მიგრაციის სოციალ-ეკონომიკური პრობლემები საქართველოში’’ (2012), ,,იძულებით გადაადგილებული პირები საქართველოს შრომით ბაზარზე’’ (2012), ,,შრომის ბაზარი და დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაცია საქართველოში’’ (2013). პროფესორ მირიან ტუხაშვილის რედაქტორობით მიგრაციის კვლევის ცენტრი უშვებს სამეცნიერო სერიას - ,,მიგრაცია’’. უკვე დაიბეჭდა 6 კრებული, სადაც ქართველ მკვლევარებთან ერთად ნაშრომებს ბეჭდავენ მსოფლიოში აღიარებული უცხოელი მეცნიერებიც. მის შემოქმედებას კარგად იცნობენ საზღვარგარეთის უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებში. 2011 წლიდან პროფესორი ფ. ფარგუსის მიწვევით ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის მიგრაციის პოლიტიკის ცენტრის ექპერტი (ფლორენცია) და საყოველთაოდ ცნობილ პროექტ ,,Garm East’’-ის აქტიური მონაწილეა. აქ გამოქვეყნებულ ყველა მის ნაშრომში მკვეთრადაა გამოკვეთილი საქართველოს მიგრაციული უსაფრთხოების პოზიცია. ამჟამად ის ხელმძღვანელობს მეტად მნიშვნელოვან სამეცნიერო პროექტს - ,,სტუდენტთა პოტენციური ემიგრაცია’’, რომელიც ბელორუს კოლეგებთან ერთად ხორციელდება.