Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პავლე გარუჩავა
ეკონომისტი
date of birth 1923

პავლე გარუჩავა დაიბადა 1923 წელს, გურიაში, ჩოხატაურის რაიონ სოფელ იანეულში. სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბატონი პავლე გმირულად იბრძოდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის ფრონტებზე (გერმანიასთან და იაპონიასთან ომში) მეთაურის რანგში, რამდენჯერმე დაიჭრა კიდეც. ომის დამთავრების შემდეგ იგი დაუბრუნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც 1950 წელს წარჩინებით დაამთავრა. იმავე წლიდან ასპირანტურაში გააგრძელა სწავლა. 1954 წელს მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი და პარალელურად დაიწყო მუშაობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობდა ლექციებს მომავალი ეკონომისტებისათვის წამყვან საგანში ,,მრეწველობის ეკონომიკა’’. პავლე გარუჩავა სასწავლო და სამეცნიერო მუშაობას კარგად უთავსებდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას. იგი 1963 წელს ეკონომიკური ფაკულტეტის საბჭომ აირჩია ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე. დიდია მისი წვლილი მომავალი თაობის აღზრდაში. მან, დეკანობის პერიოდში, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში, ფაკულტეტიდან შეარჩია 10 სტუდენტი და სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სასწავლებლებში გაგზავნა სწავლის გასაგრძელებლად. ნიშანდობლივია, რომ ამ ჯგუფის ყველა წევრმა დაიცვა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში.

შრომები  

  • მრეწველობის ეკონომიკა. / პ. გარუჩავა, ს. სოსელია. რედაქტორი - რ. ასათიანი, გ. ყუფუნია. თბ., “სიახლე”, 1998
  • სსრ კავშირის მრეწველობის ეკონომიკა. ლექციების კურსი. თემა: კადრები სსრ კავშირის მრეწველობაში. თბ., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1979
  • სსრ კავშირის მრეწველობის ეკონომიკა. ლექციების კურსი. თემა: შრომის ნაყოფიერება, მისი ამაღლების გზები და შრომის ანაზღაურება მრეწველობაში. ლექცია 1. თბ., თსუ-ს გამომცემლობა, 1979
  • სსრ კავშირის მრეწველობის ეკონომიკა. ლექციების კურსი. თემა: მრეწველობის მართვისა და დაგეგმვის ორგანიზაციის მეცნიერული დაგეგმვის საფუძვლები. თბ., თსუ0ს გამომცემლობა, 1978
  • შრომის ეკონომიკა. / რედაქტორი: გარუჩავა, პ. თბ., 1974
  • მრეწველობის ეკონომიკა (გარუჩავა, პ., სოსელია, ს.) თბ., “სიახლე”. 1998

ბებილოგრაფია