Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მურმან ტურავა
ეკონომისტი
date of birth 1936

მურმან ტურავა დაიბადა 1936 წლის 1 აგვისტოს გალში. იქვე 1954 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა საშუალო სკოლის სრული კურსი და ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, რომელიც ასევე წარმატებით დაამთავრა 1959 წელს. 1960-1964 წლებში იყო საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის მასწავლებელი, 1965-1968 წლებში ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატისტიკის კათედრის დასწრებული განყოფილების ასპირანტი. 1975 წელს დაიცვა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი და მომდევნო წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო ხარისხი. 1991 წელს დაიცვა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, ხოლო 1992 წელს აირჩიეს პროფესორად, ამავე წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატისტიკის კათედრაზე 2008 წლამდე. წარმატებით კითხულობდა ლექციებს ეკონომიკური სტატისტიკის, ფინანსური სტატისტიკის და სხვა ეკონომიკურ დისციპლინებში. მან აღზარდა ეკონომისტ-სტატისტიკოსების მთელი თაობები, რომლებიც დღემდე წარმატებით საქმიანობენ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში. იგი ასევე ეწეოდა წარმატებულ სამეცნიერო მუშაობას. მის კალამს ეკუთვნის 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რომელთა შორისაა სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, სტატიები, პრაქტიკული ხასიათის ნაშრომები. მურმან ტურავა იყო სხვადასხვა რესპუბლიკური და საერთაშორისო სამეცნიერო-ეკონომიკური კონფერენციების მონაწილე. გარდა ამისა, მრავალი სტუდენტის დისერტაციების ხელმძღვანელი, ოპონენტი, სხვადახვა სამეცნიერო საბჭოს წევრი. იგი დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობდა პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შორის. ბოლო პერიოდში ლექციებს კითხულობდა საქართველო-უკრაინის საერთაშორისო აკადემიაში. გარდაცვალებამდე იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალ ,,ეკონომიკა და ბიზნესის’’ პასუხისმგებელი მუშაკი. ყოველივე აღნიშნულთან ერთად, პროფესორი მურმან ტურავა იყო პოეტური ნიჭით დაჯილდოვებული პიროვნება. მის კალამს ეკუთვნის არაერთი საყურადღებო მინიატურა თუ ლექსი, რომლებიც იბეჭდებოდა როგორც ქართულ პერიოდულ პრესაში, ასევე ცალკეული წიგნების სახითაც.