Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვახტანგ ლიჩელი
არქეოლოგი
date of birth 1948
ცნობილი ქართველი არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი დაიბადა 1948 წელს. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიიის ფაკულტეტი. 1981 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “შიდა კოლხეთის მატერიალური კულტურა ძვ.წ. III-I სს-ში” და მიენიჭა ისტორიიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, ხოლო 1991 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “ძველი საქართველო ელინისტური სამყაროს სისტემაში’’ და მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. ავტორია 3 მონოგრაფიისა და 80-მდე სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც გამოქვეყნებულია საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, რუსეთში, პოლონეთში, საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში, ინგლისში, კანადაში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ავსტრალიაში. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: ინტერდისციპლინარული კვლევები არქეოლოგიაში, არქეოლოგიის თეორიისა და მეთოდოლოგიის საკითხები, ეკონომიკური ურთიერთობები და კულტურათა დიალოგი ძვ.წ. II-I ათასწლეულებში. ვახტანგ ლიჩელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი და ინსბრუკის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორია. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა მრავალ ქართულ და ქართულ – უცხოურ არქეოლოგიურ ექსპედიციას. არქეოლოგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გრაკლიანის გორაზე ბოლოდროინდელ უნიკალურ აღმოჩენას. მისი თქმით, ,,წარწერა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიციამ აღმოაჩინა გრაკლიან გორაზე, არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, მას ანალოგი არ მოეპოვება. რაც ყველაზე მთავარია, იგი განეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვის VII საუკუნეს, ანუ საქართველოში დამწერლობის ისტორია უკვე ითვლის 2700 წელს. ამ აღმოჩენით საქართველო შევიდა იმ უზარმაზარი ცივილიზაციების ელიტაში, რომელთაც საკუთარი დამწერლობა ჰქონდათ ათასწლეულების მანძილზე’’.