Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თამარ ღავთაძე
გეოლოგი
date of birth 1949

დაიბადა 1949 წლის 12 ნოემბერს. 1966-1971 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტზე. 1971-1972 წლებში იყო უნივერსიტეტის მინერალოგია-პეტროგრაფიის კათედრის უფროსი ლაბორანტი. 1973-1986 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიური ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,აფხაზეთის პალეოგენური ნალექების ბიოსტრატიგრაფია ნანოპლანქტონის მიხედვით’’ და გახდა გეოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. 1988 წელს გახდა ნანოპლანქტონის საერთაშორისო საზოგადოების წევრი (ინგლისი: ლონდონი). 1996 წლიდან საქართველოს გეოლოგიური საზოგადოების წევრია. 1987-2006 წლებში იყო გეოლოგიის ინსტიტუტის სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 2006-2009 წლებში ამავე ინსტიტუტის მიკროპალეონტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. თამარ ღავთაძის სამეცნიერო ინტერესების სფეროა: პალეონტოლოგია, სტრატიგრაფია, პალეოეკოლოგია, საქართველოს ბიოსტრატიგრაფიული და პალოგეოგრაფიული კვლევა ნანოპლანქტონის მიხედვით და ა.შ. ავტორია 30-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის, მათ შორის 3 მონოგრაფიის. 2004-2005 წლებში მონაწილეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პროექტში: ,,საქართველოს მეზო-კაინოზოური ნალექების სტრატიგრაფია და მათი კორელაცია კავკასიის მოსაზღვრე რეგიონების სინქრონულ ნალექებთან’’, ხოლო 2008-2010 წლებში საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროეტში: ,,აღმოსავლეთ საქართველოს მეზო-კაინოზოური ნალექების დეტალური სტრატიგრაფიული კვლევა მიკროპლაოენტოლოგიური მეთოდებით’’. 2009 წლიდან დღემდე ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის მიკროპალეონტოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია.