Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ზვიად ჩხაიძე
გეოლოგი
date of birth 1978

დაიბადა 1978 წლის 5 ივნისს. 2001 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი სპეციალობით ამგეგმავი გეოლოგი. 2005 წელს ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა სპეციალობით გეოლოგია და მინერალური რესურსების კვლევა. 2006-2009 წლებში იყო ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის მიკროპალეონტოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი. 2009 წლიდან დღემდე ამავე ინსტიტუტის სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელია. 2004-2006 წლებში იყო ,,საქართველოს ახალგაზრდა გეოლოგთა და გეოეკოლოგთა ასოციაციის’’ დამფუძნებელი და თანათავმჯდომარე. 2006-2008 წლებში საქართველოს საერთაშორისო გარემოსდაცვითი ახალგაზრდული ცენტრის ,,შევინარჩუნოთ ბუნება’’-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. 2006 წლიდან სახელმწიფო მრჩეველი და ექსპერტია გარემოსდაცვითი პოლიტიკის საკითხებში. ზვიად ჩხაიძის კვლევის ინტერესების სფეროა: გეოლოგია/მიკროპალეონტოლოგია - გეოტურიზმის ეკონომიკური მნიშვნელობა, იმპლემენტაცია და მდგრადი განვითარება, გეოლოგიის ინსტიტუტის რესტრუქტურიზაცია და მდგრადი განვითარება საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, პოლიტოლოგია - საქართველოს გარმეოსდაცვითი პოლიტიკის სისტემის ტრანსფორმაცია, სამოქალაქო საზოგადოების ინტეგრირება გარემოსდაცვით სექტორში და მათი ურთიერთქმედაბათა კოორდინაცია. მონაწილეობა აქვს მიღებული შემდეგ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში: ,,საერთაშორისო გარემოსდაცვითი გლობალური პრობლემები და მათი მოწესრიგების გზები’’ (თბილისი, 2005 წელი), ,,ორჰუის კონვენციის პოლიტიკურ-ეკონომიკური მნიშვნელობა და მისი ძირითადი მიმართულებები’’ (თბილისი, 2006 წელი), ,,საქართველოს გეოლოგიის, როგორც სახელმწიფო სექტორის მართვა და რეგულირება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად’’ (თბილისი, 2006 წელი).

შრომები 

  • ჩაის სამკურნალო თვისებები, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1968.

ბიბლიოგრაფია