Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვახტანგ გვახარია
გეოლოგი
date of birth 1940

დაიბადა 1940 წლის 17 სექტემბერს. 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური ქიმიის ფაკულტეტი. 1963-1968 წლებში სწავლობდა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში ფიზიკური ქიმიის სპეციალობით. 1970 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “Исследование природы OHნ групп в цеолитах”. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციასა და სამეცნიერო პროექტში. მათ შორის აღსანიშნავია: დასავლეთ უკრაინის II სიმპოზიუმი ადსორბციასა და ქრომატოგრაფიაში. ”ქრომატოგრაფიის გამოყენება საქართველოს შავი ზღვის აკვატორიის წყლისა და მიმდებარე ტერიტორიის ეკოლოგიური აუდიტისათვის” (ლვოვი, უკრაინა, 2000 წელი), მე-5 საერთაშორისო კონგრესი “წყალი: ეკოლოგია და ტექნოლოგია - “მძიმე ლითონების შემცველობა საქართველოს შავი ზღვის სექტორის ფსკერულ ნალექებში” (მოსკოვი, რუსეთი, 2002 წელი), საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი ”კავკასიის გარემოს დაბინძურების ეკოტოქსიკოლოგიური რისკის შეფასება”. ”საქართველოს ჰიდროსფეროს ეკოტოქსიკოლოგიური მდგომარეობა” (ერევანი, სომხეთი, 2002), საერთაშორისო კონგრესი „Natural Mineral Waters“. “საქართველოს მინერალური წყლები” (პარიზი, საფრანგეთი, 2005 წელი), შავი ზღვის I სამეცნიერო სიმპოხიუმი „შავი ზღვის ეკოსისტემა 2005 წლისათვის და მომავალში“ - “შავი ზღვის ფსკერული ნალექების ეკოლოგია“ (სტამბული, თურქეთი, 2006 წელი). ვახტანგ გვახარიას სამეცნიერო ინტერესების სფეროა: ანალიზის ინსტრუმენტული მეთოდები, გარემოს ობიექტების კვლევა, ეკოლოგია, ეკოლოგიური რისკების შეფასება, საქართველოს მიწისქვეშა წყლების კვლევა, შავი ზღვის ეკოლოგია, ჰიდროქიმია, საქართველოს მიწისქვეშა წყლები და ა.შ. მეცნიერი წლების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციების კურსს ფიზიკურ ქიმიასა და ნივთიერებათა აღნაგობაში. იგი ასევე არის სამეცნიერო-კვლევითი ფირმა „გამას“ დამფუძნებელი და საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი. 2009 წლიდან დღემდე ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში გარემოს ფიზიკურ-ქიმიური კვლევის მეთოდების განყოფილების ხელმძღვანელია. ამასთანავე, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, ასწავლის წმინდა ანდრეა პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში და არის ამავე უნივერსიტეტის პროფესორი და გამოყენებითი ეკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელია.