Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თამარ ნუცუბიძე
ფილოლოგი
date of birth 1947

დაიბადა 1947 წლის 28 დეკემბერს. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1970 წელს ამავე უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ასპირანტურა, საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორიის სპეციალობით. 1971 – 1980 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ქართულ საზღვარგარეთულ ლიტერატურულ ურთიერთობათა განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 1980-2006 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1975 – 2007 წლებში თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებული ფილოლოგიის კათედრის დოცენტი., ხოლო 2006 – 2009 წლებში ლიტერატურის თეორიისა და კომპარატივისტიკის სამეცნიერო განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი. თამარ ნუცუბიძეს გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციაში. მათ შორის აღსანიშნავია: ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის პროგრამა “ლოგოსის” საერთაშორისო კონფერენცია – ბიზანტინოლოგია საქართველოში, თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსების XX წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია და ა.შ. 2008-2010 წლებში მოიპოვა სამეცნიერო გრანტი (“ილია ჭავჭავაძე გლობალიზაციის სათავეებთან”). 2006 წლიდან დღემდე მუშაობს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის კომპარატივისტიკის განყოფილებაში და პარალელურად კითხულობს სალექციო კურსს (,, დასავლეთ ევროპის ლიტერატურისა და კულტურის ისტორია’’) თბილისის სასულიერიო აკადემიაში.