Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ეთერ ინწკირველი
ფილოლოგი
date of birth 1977

დაიბადა 1977 წლის 9 აგვისტოს. 1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქართული ფილოლოგიის მიმართულებით, ხოლო 2000 წელს მაგისტრატურა ამავე სპეციალობით. 1999-2000 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიღნაღის ფილიალში ანტიკური ლიტერატურისა და ძველი ბერძნული ენის მასწავლებელი. 2005 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,ბიბლიური სიუჟეტების ხალხური ვარიანტები’’. 2006–2009 წლებში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას ბრიტანულ-ქართული აკადემიაში. დღემდე აქტიურად მონაწილეობს არაერთ საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტრენინგში, მოპოვებული აქვს ლოკალური და საერთაშორისო სამეცნიერო-სასწავლო გრანტები. 2006 წელს გახდა ქალაქ ბონის გოეთეს ინსტიტუტის სტიპენდიანტი. მონაწილეობდა შემდეგ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში: ,,ქართული ნაბეჭდი წიგნის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია’’, ,,მიხეილ ჩიქოვანის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოლკლორისტთა სამეცნიერო კონფერენცია’’, "ბიზანტინოლოგია საქართველოში – 2’’, "ქრისტიანობა ჩვენს ცხოვრებაში – წარსული აწმყო, მომავალი’’, "ქართულ სიძველეთა კვლევის უახლესი შედეგები" და ა.შ. ავტორია 20-ზე მეტი პუბლიკაციის, მათ შორის რამდენიმე მონოგრაფიის. 2009 წლიდან დღემდე შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელია და პარალელურად კავკასიის ფრანგული სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.