Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მანანა კვაჭანტირაძე
ფილოლოგი
date of birth 1957

1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1973–1976 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში XX საუკუნის ლიტერატურის სპეციალობით. ამავე წელს გახდა ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1989-1999 წლებში იყო უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 1976 - 2000 წლებში თანამედროვე ლიტერატურული პროცესების განყოფილების გამგე. 1993 – 1994 წლებში იყო ,,კავკასიური სახლის” კავკასიური ლიტერატურის სექტორის ხელმძღვანელი. 1994 - 1998 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი. 1994 წელს მიიღო გაზეთ ,,კავკასიონის’’ ყოველწლიური ლიტერატურული პრემია. 1997 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და გახდა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. მანანა კვაჭანტირაძე წლების განმავლობაში ეწეოდა აქტიურ სამეცნიერო მოღვაწეობას. 1997 - 2006 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტთან არსებული საატესტაციო საბჭოს წევრი. 1998 წლიდან დღემდე საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციების ოპონენტი და მეცნიერ-ხელმძღვანელია. 2000 - 2006 წლებში იყო საინსტიტუტე სამეცნიერო გრანტების ხელმძღვანელი და მონაწილე. მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციაში. სამეცნიერო მოღვაწეობას პარალელურად უთავსებდა პედაგოგიურ საქმიანობასაც. 1989 - 2001 წლებში იყო თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო კომისიის წევრი. 2005-2006 წლებში კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე. ამავე წლებში იყო საქართველოს ეროვნული გამოცდების ცენტრის ჯგუფის კოორდინატორი, ხოლო 2003 წლიდან დღემდე თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორია. რაც შეეხება მანანა კვაჭანტირაძის სარედაქციო და საგამომცემლო საქმიანობას: 1991 - 1993 წლებში იყო გაზეთ ,,ლიტერატურული საქართველოს’’ საინფორმაციო განყოფილების თანამშრომელი, 1994 – 1998 წლებში გაზეთ ,,ფინანსების” რედაქტორის მოადგილე და სარედაქციო საბჭოს წევრი. 2005 წლიდან დღემდე შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ჟურნალ ,,კრიტიკის” რედაქტორია, ასევე სამეცნიერო ჟურნალ ,,AKADEMIA” და სამეცნიერო კრებულ ,,ლიტერატურული ძიებანის’’ რედკოლეგიის წევრი. მანანა კვაჭანტირაძე სხვადასხვა ავტორთა ათამდე სამეცნიერო წიგნის რედაქტორია. გამოქვეყნებული აქვს 80 - მდე სამეცნიერო ნაშრომი (მათ შორის, რეფერატულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში), ავტორია 20 - ზე მეტი არაპროფილური საგაზეთო პუბლიკაციისა და მონოგრაფიის. მათ შორის აღსანიშნავია: ,,მე ჩემს საკუთარ შენობას ვაგებ” (1991 წ.), ,,ოთარ ჭილაძის მხატვრული სისტემის სემიოლოგიური ასპექტები” (1999 წ.), ,,წერილები ლიტერატურაზე” (2001 წ.) და ,,გამეორება’’ (2005 წ.). მანანა კვაჭანტირაძე 2006 წლიდან დღემდე შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში ქართული ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელია.

შრომები

  • ოთარ ჭილაძის მხატვრული სისტემის სემიოლოგიური ასპექტები. რედ. მიხეილ ქურდიანი, თბ. 1999. (საქ. მეცნ. აკად. შ.რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ. ინ-ტი).

ბიბლიოგრაფია