Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი ჯაიანი
მათემატიკოსი
date of birth 1948

გიორგი ჯაიანი 1962-1968 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1971-1973 წლებში იყო ილია ვეკუას სახელობის მათემატიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1974 წლიდან ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატია. 1986 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1974-1987 წლებში იყო ილია ვეკუას სახელობის მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სწავლული მდივანი და წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. 1987-2006 წლებში ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 1968-1989 წლებში იყო საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის წევრი. 1991-1994 წლებში ევროპის მათემატიკოსთა საზოგადოების (EMS) წევრი. 1996-2000 წლებში თბილისის საერთაშორისო ცენტრში მათემატიკასა და ინფორმატიკაში საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე, მექანიკისა და მათემატიკის მიმართების საერთაშორისო საზოგადოებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2000-2012 წლებში თეორიული და გამოყენებითი მექანიკის საერთაშორისო კავშირის (IUTAM) გენერალური ასამბლეის წევრი. 2001-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 2002-2009 წლებში ევროპის მათემატიკურ საზოგადოებაში აღმოსავლეთ ევროპის დახმარების კომიტეტის წევრი. 2009 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორია. 2006 წლიდან მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. 2012 წელს იტალიაში იყო საქართველოს მხრიდან კოორდინატორი ნაციონალური სამეცნიერო საბჭოს მიერ მომზადებული პროექტის: ,,კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებები -ზოგიერთი კლასი და მათი გამოყენებები მექანიკასა და ბიოლოგიაში’’. 2012 წლიდან დღემდე საქართველოს მექანიკოსთა კავშირის პრეზიდენტი და ევროპის მეცნიერებათა აკადემიის (EAS) მათემატიკური განყოფილების საბჭოს წევრია. აგრეთვე არაერთი სამეცნიერო და საერთაშორისო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი. მათ შორის აღსანიშნავია: საერთაშორისო ჟურნალი "Applied Mathematics, Informatics, and Mechanics’’. გარკვეულ წლებში თანამშრომლობდა საქართველოს საინჟინრო და ევროპის მეცნიერებათა აკადემიასთან. გიორგი ჯაიანი დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით. მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა პრემია და მედალი.

შრომები

  • უმაღლესი მათემატიკა. ნაწილი პირველი, კალკულუსი (ლექციების კურსი ქიმიის, ბიოლოგიის და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების მიმართულებების სტუდენტებისათვის), თბ.: თსუ გამომცემლობა, 2009.
  • უწყვეტ გარემოთა მექანიკის მათემატიკური მოდელები, თბ.: თსუ გამომცემლობა, 2018.
  • უწყვეტ გარემოთა მექანიკის მათემატიკური მოდელები: ლექციების კურსი, თბ.: თსუ გამომცემლობა, 2004.

ბიბლიოგრაფია