Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბიკენტი გაბიძაშვილი
ეკონომისტი
date of birth 1935

ბიკენტი გაბიძაშვილი დაიბადა 1935 წლის 10 მარტს, ცაგერის რაიონ სოფელ ორხვში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1959 წლიდან სწავლობდა იმავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1959–1961 წლებში მუშაობდა უფროს ეკონომისტად ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში. 1965 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1985 წელს სადოქტორო დისერტაცია. 1968–1970 წლებში იყო საქართველოს საგეგმო კომიტეტთან არსებული სახალხო მეურნეობის ეკონომიკური მართვისა და დაგეგმვის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტში სახალხო მეურნეობის ოპტიმალური მართვისა და დაგეგმვის სექტორის გამგე. წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოცენტის, პროფესორის, საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტის დეკანის, 1974 წლიდან 1986 წლამდე სტატისტიკის კათედრის გამგის, ხოლო 2013 წლამდე ამავე კათედრის ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. ბიკენტი გაბიძაშვილს გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ეკონომიკაში მათემატიკური მეთოდების გამოყენების, ეკონომიკისა და სტატისტიკის აქტუალურ საკითხებზე, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოში სტატისტიკური მოდელებისა და პროგნოზების სამეცნიერო განვითარების საქმეში. დაჯილდოვებულია ივანე ჯავახიშვილის მედლითა და ღირსების ორდენით.

შრომები 

  • საკურსო პროექტი მანქანათმშენებელი მრეწველობის ეკონომიკაში (მეთოდური მითითებანი). თბ., 1975
  • ლექციების კურსი სოციალურ-ეკონომიკურ სტატისტიკაში. თბ., თსუ-ს გამომცემლობა. 1986
  • მათემატიკური სტატისტიკა ეკონომიკაში [სახ. უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის]. თბ., 2004
  • პოპულაური სტატისტიკა ეკონომიკაში, ბიზნესსა და მენეჯმენტში (ევრო-ამერიკული პროგრამის მიხედვით). სახელმძღვანელო უმაღლესი სკოლის სტუდენტებისათვის / მეოთხე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა. თბ., “უნივერსალი”, 2008
  • სტატისტიკა ეკონომიკაში, ბიზნესსა და მენეჯმენტში: სახელმძღვანელო. ნაწილი პირველი. / რედაქტორი - თ. ბერიძე. მეოთხე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა. თბ., “უნივერსალი”, 2013
  • სტატისტიკის ზოგადი თეორია. თბ., “თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა”, 1994
  • სტატისტიკის თეორია. სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის / რედაქტორი - ს. გელაშვილი. თბ., 2004
  • სტატისტიკის მოკლე კურსი. დამხმარე სახელმძღვანელო. მეორე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა. თბ., თსუ-ს გამომცემლობა, 1998
  • სტატისტიკის მოკლე კურსი. [დამხმარე სახელმძღვანელო უმაღლეს სასწავლებეთლა სტუდენტებისათვის]. თბ., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989
  • სტატისტიკური მოდელირება და პროგნოზირება. [ლექციების კურსი]. თემა: ეკონომიკური პროგნოზირების ახალი მეთოდები მრავალგანზომილებიანი საშუალოს გამოყენებით. თბ., თსუ-ს გამომცემლობა, 1981
  • ჩაის წარმოება და მოხმარება სსრ კავშირში. თბ., 1979
  • შრომისა და ხელფასის სტატისტიკა. ლექციების კურსი ვაჭრობის სტატისტიკაში. (გაბიძაშვილი, ბ. და მარშავა, ქ.). თბ., 1989
  • საკონტროლო სამუშაოების შესრულების მეთოდური მითითებანი სტატისტიკის ზოგად თეორიაში. (ეკონომიკური ფაკულტეტების დაუსწრებელი განყოფილების სტუდენტებისათვის). თბ., თსუ-ს გამომცემლობა, 1983

ბიბლიოგრაფია