Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი ჯანელიძე
მათემატიკოსი
date of birth 1952
1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1978 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და გახდა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი. 1975-1978 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ლაბორანტი. 1978-1985 წლებში ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1985-1989 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1989-2006 წლებში წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. 1992 წლიდან ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორია. 2004 წლიდან იყო კვიპტაუნის (Cape Town) უნივერსიტეტის სრული პროფესორი და სენატის წევრი, ხოლო 2011 წლიდან ამავე უნივერსიტეტის College of Fellows-ს წევრი. 2006 წლიდან ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის საპატიო წევრია. 2005 წლიდან სამხრეთ აფრიკის National Research Foundation-ის A რეიტინგის მქონე მკვლევარია. გიორგი ჯანელიძემ 2012 წელს მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენცია: ,,Workshop on Category Theory in Honour of George Janelidze, on the Occasion of his 60th Birthday’’-ში, რომელიც ჩატარდა პორტუგალიაში Coimbra-ს უნივერსიტეტში და მიიღო ამავე უნივერსიტეტის მედალი. ამ კონფერენციის შრომებს მიეძღვნა ჟურნალის ,,Applied Cathegorical Structures’’ სპეციალური ტომი. გიორგი ჯანელიძე წლების განმავლობაში იმყოფებოდა ხანგრძლივ მივლინებებში სხვადასხვა უნივერსიტეტების მიწვევით: 1990 და 1995 წლებში იყო კანადაში, McGill-ის უნივერსიტეტში. 1990, 1993, 1997, 1999 და 2002 წლებში კანადაში, York-ის უნივერსიტეტში. 1990 და 1993 წლებში იტალიაში Milan-ის უნივერსიტეტში. 1990 წელს აშშ-ში Chicago-ს უნივერსიტეტში და ა.შ გიორგი ჯანელიძის სამეცნიერო ინტერესების სფეროა: ზოგად კატეგორიათა თეორია და კატეგორიული ალგებრა, მათ შორის აბსტრაქტული გალუას თეორია და მისი ცნობილი და ახალი მაგალითები, გროთენდიკის დაწევის თეორია და ნახევრად აბელური კატეგორიები. მისი ნაშრომები გამოყენებულია ალგებრისა და გეომეტრია-ტიპოლოგიის სხვადასხვა დარგში. გამოქვეყნებულია მისი 79 სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ამერიკის მათემატიკური საზოგადოების Mathematical Reviews მიხედვით დღეისათვის ციტირებულია 601-ჯერ 117 ავტორის მიერ. 1980-1990 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა არჩევით კურსებს ზოგად ალგებრაში, ჰომოლოგიურ ალგებრაში, კატეგორიათა თეორიაში და გალუას თეორიაში. 2000-2001 წლებში პორტუგალიაში ავეიროს უნივერსიტეტში მასტერ-სტუდენტებისათვის კურსებს: ,,კლასიკური მათემატიკური სტრუქტურები და კატეგორიათა თეორია’’ და ,,ალგებრული ტიპოლოგია’’. 1994 წელს კანადაში McGill-ის უნივერსიტეტში კითხულობდა კურსს: ,,მათემატიკის დაფუძნება’’. 1995 წელს კანადაში, ტორონტოში კატეგორიათა თეორიის კურსებს. 2004-2010 წლებში კვიპტაუნის უნივერსიტეტში კითხულობდა ორ სალექციო კურსს: ,,ალგებრა’’ და ,,ტიპოლოგია II’’, ხოლო 2011 წელს ,,ალგებრულ ტიპოლოგიასა’’ და ,,მათემატიკურ ლოგიკას’’. სხვადასხვა წლებში იყო ქართული და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიების წევრი: ,,Proceedings of the A. Rathmadze Mathematical Institute’’ (1994 წლიდან), Homology, Homotopy And Applications’’ (მისი დაარსების წლიდან (1999)), ,,Applied Cathegorical Structures’’ (2002 წლიდან), ,,Journal Of Homotopy And Related Structures’’ (მისი დაარსებიდან 2005 წელს), ,,Tbilisi Mathematical Journal’’ (მისი დაარსებიდან 2007 წელს) და ა.შ.