Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი ნახუცრიშვილი
ბიოლოგი
date of birth 1932

გიორგი ნახუცრიშვილი დაიბადა 1932 წლის 1 ივნისს. 1951-1956 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე. 1956-1959 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტში, ასპირანტურაზე. 1961 წლიდან ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატია. 1972 წლიდან ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. 1979 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტია. 1989 წლიდან ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. 1959-1961 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1961-1966 წლებში, ამავე ინსტიტუტის სწავლული მდივანი. 1966-1973 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1973-2006 წლებში მაღალმთის მცენარეთა ეკოლოგიის განყოფილების გამგე. 1967-1980 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი. 1982-2006 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი. 2006 წლიდან თბილისის ბოტანიკური ბაღისა და ბოტანიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე და მთავარი მეცნიერ-თანამშრომელია. 1980-2006 წლებში ამავე უნივერსიტეტის პროფესორი. 2006-2009 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. 2009 წლიდან დღემდე ამავე უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორია. გიორგი ნახუცრიშვილის მეცნიერული ინტერესების სფეროა: მაღალმთის მცენარეულობა, ბიომრავალფეროვნება, ეკოლოგია, გეოგრაფია და ა.შ. ავტორია 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის.