Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი ჯაფარიძე
ფიზიკოსი
date of birth 1953

გიორგი ჯაფარიძე დაიბადა 1953 წლის 29 ივლისს. 1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, თეორიული ფიზიკის სპეციალობით. 1978 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტი. 1983 წლიდან ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი. 1998 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და გახდა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. 1978-1982 წლებში იყო ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის უმცროსი, ხოლო 1982-1998 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 2005 წლიდან ამავე ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი და კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის განყოფილების გამგე. 1998 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. გიორგი ჯაფარიძის მეცნიერული ინტერესების სფეროა: დაბალგანზომილებიანი ძლიერად კორელირებული ელექტრონული და სპინური სისტემების თეორია, მეტალ-იზოლატორული გადავლების თეორია, მაღალტემპერატურული და სხვა უჩვეულო ზეგამტარი სისტემების თეორია, თეორიული ნანოფიზიკა და თანამედროვე ნანოელექტრონიკის მასალათმცოდნეობა. ავტორია 55-მდე სამეცნიერო ნაშრომის. გიორგი ჯაფარიძე 2001 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტია. 2004-2005 წლებში ასრულებდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას. წლების განმავლობაში კითხულობს ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2011 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 16 დეკემბრის დადგენილებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული მრავალწლიანი აქტიური და ნაყოფიერი სასწავლო–აღმზრდელობითი მუშაობისთვის პროფესორი გიორგი ჯაფარიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა.