Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თეიმურაზ კოპალეიშვილი
ფიზიკოსი
date of birth 1930

თეიმურაზ კოპალეიშვილი დაიბადა 1930 წლის 30 იანვარს ქალაქ სამტრედიაში. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-ტექნიკის ფაკულტეტი. 1953-1956 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის ასპირანტი. 1958 წლიდან ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატია. 1968 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და გახდა ფიზიკის-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. 1979 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტია, ხოლო 1993 წლიდან აკადემიკოსი. 1961-1964 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის დოცენტი. 1964-1973 წლებში ბირთვული ფიზიკის ლაბორატორიის გამგე. 1973-1979 წლებში მაღალი ენერგიების ფიზიკის პრობლემური ლაბორატოიის თეორიული განყოფილების გამგე. 1984-1987 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის კათედრის გამგე, 1985-2005 წლებში ამავე უნივერსიტეტის პროფესორი. თეიმურაზ კოპალეიშვილის მეცნიერული ინტერესების სფეროა: ატომბირთვისა და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ერთი მონოგრაფია და 3 სახელმძღვანელო (ერთი ინგლისურ ენაზე, რომელიც გამოცხადდა 2000-2001 წლების ბესტსელერად). 1973 წელს მიიღო პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია. 1983 წელს საქართველოს უმაღლესი განათლების სამინისტროს პირველი პრემია, 1988 წლიდან ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პრემია. თეიმურაზ კოპალეიშვილი 2008 წლიდან დღემდე მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ მკვლევარია.

შრომები

  • დაჯახებათა თეორიის მოკლე კურსი. თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1999.
  • დაჯახებათა თეორიის საფუძვლები (სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის) თბ. 1975
  • მომავლის იმედით. რედ. ნ. ტაბიძე. თბ. თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1999.

ბიბლიოგრაფია