Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მარი აბრამიშვილი
პოეტი
date of birth 1922

ცნობილი ქართველი პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი მარი აბრამიშვილი დაიბადა 1922 წლის 21 სექტემბერს ქალაქ საჩხერეში. 1940 წელს დაამთავრა თბილისის მე-18 (ახლანდელი 51-ე) საშუალო სკოლა, ხოლო 1944 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1945 წლის 27 მარტს რამდენიმე ახალგაზრდა პოეტთან ერთად ხელნაწერი ჟურნალის ("ანათემა") გამოცემის გამო დააპატიმრეს და გადაასახლეს. სასჯელს იხდიდა ვიატკის ბანაკებში. ის ერთადერთი ქალი იყო რეპრესირებულ მწერალთა შორის. გადასახლებიდან დაბრუნებულმა კვლავ განაგრძო ლიტერატურული საქმიანობა. 1951 წელს მისი ლექსი პირველად დაიბეჭდა ჟურნალ "მნათობში", ხოლო ლექსების პირველი კრებული 1957 წელს გამოვიდა. 1970 წლიდან იყო მწერალთა კავშირის წევრი. მარი აბრამიშვილი ავტორია 20-მდე წიგნის. ასევე გამოცემული აქვს საბავშვო ლექსების კრებულები: "ნაცნობი მერცხალი" (1960 წ.), "ტრაბახა თაგვი" (1975 წ.), "ფერადი ფანქრები, (2006 წ.) მის შემოქმედებაში ძირითადად პატრიოტული და ლირიკული მოტივებია. პოეტის ლექსები თარგმნილია რუსულ, ოსურ და თურქულ ენებზე. მან თარგმნა პუშკინის, ლერმონტოვის, ბლოკის, ესენინის, ბელა ახმადულინას, ევგენი ევტუშენკოს ლექსები. 1992 წელს მიიღო მწერალთა კავშირის ყოველწლიური ლიტერატურული პრემია, 2000 წელს კი მიენიჭა სახელმწიფო პრემია. 2002 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. გარდაიცვალა 2008 წელს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ბიბლიოგრაფია:

აი, სად შემხვდი: [ლექსები], თბ.: ნაკადული, 1963.

ბედისწერის განაჩენი: სხვადასხვა დროის ჩანაწერები / რედ: ემზარ კვიტაიშვილი. თბ.: ინტელექტი, 2016.

გიყვარდეს: [ლექსები], თბ.: მერანი, 1983.

ლექსები, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1986.

ლექსები, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1980.

ლექსები, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1973.

ლირიკა, თბ.: მერანი, 1977.

მემახსოვრება თვით სიკვდილშიაც: [ლექსები], თბ.: მერანი, 1992.

ნაცნობი მერცხალი: [ლექსები], თბ.: ნაკადული, 1960.

ოდეს ცისა ვარ: [ლექსები], თბ.: მერანი, 1987.

საკუთარ თავთან, თბ.: ლიტერატურა და ხელოვნება, 1968.

ტრაბახა თაგვი: [ლექსები], თბ.: 1975.

შემობრუნება: [ლექსები], თბ.: ნაკადული, 1990.

ციცნათელა [ლექსები], თბ.: საბჭოთა მწერალი, 1957.

ძველი სიყვარული: [ლექსები], თბ.: საბჭოთა საქართველო, 1982.