Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თემურ ნანეიშვილი
მეცნიერი
date of birth 1940

ცნობილი ქართველი მეცნიერი, თემურ ნანეიშვილი დაიბადა 1940 წლის 4 აგვისტოს ქალაქ თბილისში. 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1963-1966 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი. 1966-1972 წლებში ამავე ინსტიტუტის უმცროსი, ხოლო 1972-1985 წლებში უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1971-1985 წლებში მეხსიერების ნეიროფიზიოლოგიის ლაბორატორიის გამგე, ხოლო 2000-2006 წლებში ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ასევე სადისერტაციო და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. 2006-2010 წლებში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. თემურ ნანეიშვილი 2010 წლიდან დღემდე საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სრული პროფესორი და ნეირობიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელია. 2013 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად, ხოლო ამავე წლის 26 ივნისს აკადემიის ვიცე პრეზიდენტად. თემურ ნანეიშვილი სხვადასხვა წლებში იყო ,,საქართველოს ნეირომეცნიერთა ჟურნალის’’ მთავარი რედაქტორი და მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ ,,მაცნეში’’ ბიოლოგიური სერიის მთავარი რედაქტორის მოადგილე. 2002 წელს გახდა ამერიკის შეერთებული შტატების სამეცნიერო საზოგადოება ,,Sigma-Xi’’-ის წევრი. მეცნიერი წლების განმავლობაში იყო მრავალი სამეცნიერო ფორუმის ორგანიზატორი და მონაწილე, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო 19 საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში. მისი ინტერესების სფეროა: ექსპერიმენტული ნეიროფსიქოლოგია, ნეიროფიზიოლოგია და ელექტროფიზიოლოგია. ავტორია 130-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციისა და 10-ზე მეტი წიგნის.